კვირა, მაისი 18, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებივარკეთილის დასახლებაში ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ვარკეთილის დასახლებაში ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი წარმატებით დასრულდა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნული ინფორმაცია თბილისის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა და აღნიშნა, რომ ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსის მობინადრეები მალე ახალ, თანამედროვე ბინებში დაბრუნდებიან.

„ვარკეთილში, მესამე მასივის მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსში 36 ოჯახი ახალ, გარემონტებულ საცხოვრებელში გადაინაცვლებს. ეს იყო ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. გარემონტებული ბინები გადაეცემა 21 ოჯახს, ხოლო დანარჩენ 15 ერთი თვის განმავლობაში დაკმაყოფილდება. აქამდე იდგა ავარიული 4-სართულიანი შენობა, რომელსაც დემონტაჟი ჩაუტარდა, და მის ნაცვლად აშენდა 10-სართულიანი თანამედროვე საცხოვრებელი სახლი,“ – განაცხადა კალაძემ.

მან აღნიშნა, რომ პროგრამა გრძელდება, და მუნიციპალიტეტი მოსახლეობას მაქსიმალურად მხარს დაუჭერს.

„მანამდე გამაგრების სამუშაოებს ვახორციელებდით ავარიულ შენობებზე, თუმცა პრობლემა კვლავ წარმოიშობოდა. 2021 წლის არჩევნებზე ჩვენი დაპირება იყო ავარიული შენობის ჩანაცვლების პროგრამის წარდგენა. ამ პროგრამამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. უკვე გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები: ზოგიერთი პროექტი სამშენებლო სამუშაოების ეტაპზეა, ზოგიერთი ნებართვის მიღების პროცესში, ხოლო სხვებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ყველასთან დავუდგებით გვერდით და ჩვენს მიზანს ვახორციელებთ: შევცვალოთ ავარიული შენობები ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსებით,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

#drpkhakadze #davidiani

 

READ  თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ხანძარი გაჩნდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები