12:11 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა საქართველოში · თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება — ახალი მეგაპროექტი · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები ·
თბილისში კურიერების აქცია ახალ ეტაპს აღწევს - მუშახელი შრომითი უფლებების დაცვასა და სამართლიან ანაზღაურებას ითხოვს. ეს მთელი ურბანული ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევების ანარეკლია.

აქცია თბილისში – კურიერები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში, კურიერები სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

როგორც სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული კურიერები აცხადებენ, ისინი გეგმავენ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში და საქართველოს პარლამენტში შეიტანონ დოკუმენტი, სადაც მათი მოთხოვნები იქნება გაჟღერებული.

აქციის მონაწილეები საკურიერო კომპანიებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესებას და სატარიფო პოლიტიკის და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვას მოითხოვენ.

„თავდაპირველად უცხოელების მცირე ჯგუფი იყო დასაქმებული და ჩვენ პრობლემა არ გვქონდა. თუმცა კომპანიებმა მასიურად უცხოელების დასაქმება დაიწყეს, რასაც ტარიფების საგრძნობლად დაწევა მოჰყვა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას წერილობით მივმართოთ, რომ რაღაც რეაგირება მოახდინონ და დაგვეხმარონ.

კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებები გვქონდა. ისინი გვპირდებოდნენ, რომ ორშაბათიდან გამოსწორდებოდა მდგომარეობა. ისინი გვატყუებდნენ, ცრუ დაპირებებს გვაძლევდნენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელმაც ქართული არ იციან, არ ასაქმებდნენ.

ჩვენ ყოველ ხუთშაბათს გაფიცვას ვგეგმავთ და სწორედ ამიტომ გვსურს, საზოგადოებას ვთხოვოთ, რომ ყოველ ხუთშაბათს “ვოლტი” და “გლოვოს” კურიერები არ გამოიძახონ”, – განაცხადა ერთ-ერთმა კურიერმა.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის ადმინისტრაციაში მოთხოვნების ჩაბარების შემდეგ, ისინი თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას გააგრძელებენ.

“ინტერპრესნიუსი”

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *