ორშაბათი, სექტემბერი 9, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგართობა/დასვენებაბავშვის დასამშვიდებლად მობილურისა და პლანშეტის გამოყენება არ შეიძლება

ბავშვის დასამშვიდებლად მობილურისა და პლანშეტის გამოყენება არ შეიძლება

მართალია, მობილურის ან პლანშეტის ეკრანით ბავშვის დამშვიდება და გართობა ნაცადი და ძალიან ეფექტური ხერხია, თუმცა ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ეს ინდივიდის ფსიქიკისთვის დამაზიანებელია.

2018-2020 წლებში ჩატარებულ კვლევაში 422 მშობელი და ამდენივე 3-დან 5 წლამდე ბავშვი მონაწილეობდა.

მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ელექტრონული მოწყობილობების დამშვიდების მექანიზმად გამოყენება დაკავშირებულია ბავშვებში ემოციურ რეაქტიულობასთან და ემოციურ დისრეგულაციასთან. მაგალითად, ასეთი ბავშვების ხასიათი ძალიან სწრაფად იცვლება და იმპულუსურობა იმატებს.

ეს ნიშნები უფრო გამოკვეთილი იყო ბავშვებში, რომლებიც ისედაც გამოირჩევიან ჰიპერაქტიურობით, იმპულსურობითა და მოუსვენრობით. როგორც ჩანს, გაჯეტების გამოყენება მათ ფსიქიკას არ აძლევს საშუალებას, რომ ემოციების რეგულირების მექანიზმი თავად ჩამოაყალიბოს.

“ბავშვის დასამშვიდებლად და სახლში სიმშვიდის მისაღწევად მობილური მოწყობილობების გამოყენება, ერთი შეხედვით, უვნებელი ჩანს, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს, თუ რეგულარული პრაქტიკისა და სტრატეგიის სახეს მიიღებს. განსაკუთრებით ადრეულ ბავშვობაში, მოწყობილობა ბავშვს დამოუკიდებელი თვითრეგულირების ალტერნატიული მეთოდის ჩამოყალიბების საშუალებას არ მისცემს”, — განაცხადა ჯენი რადესკიმ, პედიატრმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან.

რა თქმა უნდა, ყველას შეგვხვედრია ბავშვი, რომლის დამშვიდებაც სხვებზე ბევრად ძნელია ხოლმე და ზოგჯერ ერთადერთ გამოსავლად მისი მულტიპლიკაციური ფილმებით ან YouTube ვიდეოებით გართობა გვესახება, რაც ძალიან ხშირად ეფექტურად მუშაობს კიდეც. მიუხედავად ამისა, მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ მოკლე ვადით სიმშვიდის ასე მიღწევამ, შეიძლება, ხანგრძლივი და ბევრად სერიოზული უსიამოვნებები შექმნას, ვიდრე ბავშვის ტირილია. ეს ემოციური კონტროლის პრობლემებია.

ავტორების თქმით, შეგიძლიათ იშვიათად მიმართოთ კიდეც ამ მეთოდს და, ალბათ, დღესდღეობით მისი სრულად აღმოფხვრა შეუძლებელიც კია, თუმცა არავითარ შემთხვევაში, ამან რეგულარული ხასიათი არ უნდა მიიღოს.

ეს თემა ახალი ნამდვილად არ არის. წარსულში მშობლები შეშფოთებულები იყვნენ ახალგაზრდების ტელევიზორითა და ვიდეოთამაშებით გატაცებითაც. დღევანდელი ტექნოლოგიური საშუალებები კი ბევრად უფრო განვითარებული, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია.

“აღმზრდელები, შესაძლოა, შვებას გრძნობენ, როცა მოწყობილობა ბავშვს სწრაფად და ეფექტურად აჩერებს. თითქოს, ასე ორივე მხარე გამარჯვებული რჩება, რაც იძლევა მოტივაციას, რომ პრაქტიკა გაგრძელდეს. რთული ქცევების საკონტროლებლად ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება თანდათან ჩვევად ყალიბდება, რის პარალელურადაც ბავშვის მოთხოვნაც იზრდება. რაც უფრო ხშირად მივმართავთ ამ მეთოდს, მით უფრო ნაკლები დრო რჩება სხვა, ნაკლებად საზიანო მეთოდების საცდელად”, — განაცხადა რადესკიმ.

მკვლევრებმა ბავშვის დამშვიდების ალტერნატიული, ნაკლებად საზიანო მეთოდებიც შემოგვთავაზეს: ეს შეიძლება იყოს მუსიკის მოსმენა, პლასტელინის ძერწვა, ბატუტზე ხტომა და ა.შ.

ემოციების ფერებთან დაკავშირებას ასევე შეუძლია, დაეხმაროს ბავშვს განწყობის იდენტიფიცირებასა და ახლობელ ადამიანთან შესაბამისი კომუნიკაციის დამყარებაში. შეგიძლიათ, ქცევის ჩანაცვლების მეთოდსაც მიმართოთ, მაგალითად, ბრაზის შემთხვევაში მისცეთ ბავშვს საშუალება, რომ ბალიშს ურტყას, რაც მას ადამიანებზე აგრესიის გადატანისგან შეაკავებს.

ბუნებრივია, ყველა ეს მეთოდი ბავშვს უნდა აუხსნათ და შეასწავლოთ მაშინ, როცა ის ემოციურად მშვიდადაა. მნიშვნელოვანია, საკუთარი ემოციების გაგება და მართვა ადამიანმა ადრეული ასაკიდანვე ისწავლოს, ეს პროცესია, რომელშიც აღმზრდელის დახმარება აუცილებელია.

კვლევა ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
სტამბოლის საუკეთესო საკვები და დასალევი სივრცეები

სტამბოლის საუკეთესო საკვები და დასალევი სივრცეები

8 September, 2024
ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ბოსტონის უნივერსიტეტის უახლესი კვლევა

ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ბოსტონის უნივერსიტეტის უახლესი კვლევა

სექტემბერი 9, 2024
შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს

შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს

9 სექტემბერი 2024
გემო ფესტის მონაწილე სალომე ფაცია: ვფიქრობ გემო ფესტი იდეალურად ჩატარდა, ხალხი გაეცნო ზუგდიდს, ჩვენს კერძებს, მეგრულ კულინარიას

გემო ფესტის მონაწილე სალომე ფაცია: ვფიქრობ გემო ფესტი იდეალურად ჩატარდა, ხალხი გაეცნო ზუგდიდს, ჩვენს კერძებს, მეგრულ კულინარიას

9 სექტემბერი 2024
სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

9 სექტემბერი 2024
კომფორტის საიდუმლო — 5 აქტუალური სკანდინავიური ტენდენცია

კომფორტის საიდუმლო — 5 აქტუალური სკანდინავიური ტენდენცია

სექტემბერი 9, 2024
5 მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც მუდამ მოდაშია

5 მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც მუდამ მოდაშია

სექტემბერი 9, 2024
ფრანგული კარი — დადებითი და უარყოფითი მხარეები

ფრანგული კარი — დადებითი და უარყოფითი მხარეები

სექტემბერი 9, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
„ძვირფასო დედებო, არასდროს არ უთხრათ თქვენს შვილს ცუდი მეორე მშობელზე, რაც არ უნდა ჯავრი გქონდეთ და გაბრაზებული იყოთ მასზე“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

„ძვირფასო დედებო, არასდროს არ უთხრათ თქვენს შვილს ცუდი მეორე მშობელზე, რაც არ უნდა ჯავრი გქონდეთ და გაბრაზებული იყოთ მასზე“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

9 სექტემბერი 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბროწეული – მისი სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

ბროწეული – მისი სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

სექტემბერი 9, 2024
ირმა სოხაძე თავის მოვლის რჩევებს გვიზიარებს

ირმა სოხაძე თავის მოვლის რჩევებს გვიზიარებს

სექტემბერი 9, 2024
ვიკუს კაპრარიუსი – წყალქვეშა რომის საიდუმლოები ფონტანა დი ტრევის ქვეშ

ვიკუს კაპრარიუსი – წყალქვეშა რომის საიდუმლოები ფონტანა დი ტრევის ქვეშ

9 სექტემბერი 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები