ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიგაგაცნობთ "ხისხუროს" - ქართულ სტარტაპს, რომელმაც ძველი ტრადიცია აღადგინა და ხის უნიკალურ,...

გაგაცნობთ “ხისხუროს” – ქართულ სტარტაპს, რომელმაც ძველი ტრადიცია აღადგინა და ხის უნიკალურ, დახვეწილ და საჭიროებაზე მორგებულ ნამუშევრებს ქმნის

მედიაჰოლდინგ “შენი”-ს ერთ-ერთი მიზანი და პრიორიტეტი ქართული სტარტაპების ხელშეწყობაა… ამჯერად გაგაცნობთ “ხისხურო”- ს, რომელიც ქართულ ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და მომხმარებელს ხის უნიკალურ, დახვეწილ, საჭიროებასა და ფუნქციაზე მორგებულ ნაწარმს სთავაზობს:

“ჩვენ ვართ “ხისხურო”, სრულიად ენთუზიაზმზე შექმნილი პატარა ხის ნაკეთობების საამქრო, სადაც ვქმნით მომხმარებლისთვის სასურველ ხის ნაკეთობებს და არამარტო ხის (მაკეტები, სხვადასხვა მცირე ზომის დეკორაციები)…
“ხისხურო”-ს შექმნის იდეა იყო – გვეკეთებინა ის საქმე, რაც ძალიან მოგვწონს და არის ჩვენი ჰობი… ამას დაემატა ის რეალობაც, რომ საქართველოში არ შეგხვედრია მსგავსი საამქრო…
მომხმარებელს ვაწვდით იდეებს სურათებით და შემდეგ ვქმნით ნაკეთობებს… ჩვენთვის თითოეული ნაკეთობა სიმბოლურია.

დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, ეს სახელი ჩვენი ბრენდისთვის, რაც ძველი ქართულიდან მომდინარეობს ხურო – დურგალი, იგივე ხის ოსტატი, რომელიც ხეზე მუშაობს… შესაბამისად, გვინდოდა, განსხვავებული და ერთიანი სიტყვის შერწყმა ყოფილიყო და სახელშიც იკითხებოდეს ჩვენი საქმიანობა. ამიტომ ავარჩიეთ – “ხისხურო”

ჩვენი საქმიანობის უნიკალურობას რაც შეეხება, საკმაოდ რთულია მოძებნოთ ჩვენი შეთავაზებების მსგავსი პროდუქცია, რომელიც არის პირველ რიგში განსხვავებული და ორიგინალური და რაც მთავარია, ყველა ტიპის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. ჩვენთვის ინსპირაციის წყარო ხშირად სოციალურ ქსელში განთავსებული ნამუშევრების ფოტოებია…

ხელობის სწავლას რაც შეეხება, თვითნასწავლი ვარ… ყოველთვის მომწონდა ხეზე მუშაობა, შემდგომში კი პროფესიის არჩევასთან ერთად გაჩნდა იდეა, რომ ეს საყვარელი ჰობი უფრო სერიოზულ ბიზნესად მექცია და მიმეცა სახე, სადაც საყვარელი საქმიანობა ამავდროულად შემოსავლის წყარო გახდებოდა…

მოთხოვნა საკმაოდ დიდია ხის ნაკეთობებზე და ამ საწყის დონეზე ხეზე სამუშაო იარაღებით ვცდილობთ, თავი გავართვათ ყველა შეკვეთას და დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნა…

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #shenisofeli #shenisupra #sheniambebi #sheniinterieri #shenihoroskopi #sheniganatleba #accreditationge #shenidasveneba #gochadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საბაუდია: რომიდან 1 საათის გზაზე, ზღვისპირა კურორტი ტირენეის ზღვაში

საბაუდია: რომიდან 1 საათის გზაზე, ზღვისპირა კურორტი ტირენეის ზღვაში

15 January, 2025
ლამაზი ღიმილისთვის კბილების გამოხეხვა არ კმარა – შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც სიგარეტზე თავის დანებების საწყის ეტაპზე იჩენს თავს

ლამაზი ღიმილისთვის კბილების გამოხეხვა არ კმარა – შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც სიგარეტზე თავის დანებების საწყის ეტაპზე იჩენს თავს

იანვარი 15, 2025
ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს

ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს

15 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
პანამური პომიდორი: უნიკალური ჯიში და მისი უპირატესობები

პანამური პომიდორი: უნიკალური ჯიში და მისი უპირატესობები

იანვარი 15, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
ზეთა ბანაკი – დაგხვდებათ პატარა, კომფორტული კოტეჯი, კარვები და სასადილო

ზეთა ბანაკი – დაგხვდებათ პატარა, კომფორტული კოტეჯი, კარვები და სასადილო

იანვარი 15, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხორბლის ბურღულის ფლავი

ხორბლის ბურღულის ფლავი

იანვარი 15, 2025
თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ

თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ

იანვარი 15, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები