სამშაბათი, მარტი 18, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგართობა/დასვენებაგანსაკუთრებული ინტერიერის სახლი ზღაპრული გარემოთი

განსაკუთრებული ინტერიერის სახლი ზღაპრული გარემოთი

დიზაინერი თამარ კოპალიანი  მისი განსაკუთრებულად ლამაზი სახლის შესახებ საუბრობს.

ბინა ჩემი მეუღლის ძმას, ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილს ეკუთვნის. დიზაინი ჩემი გაკეთებულია. ლევანი ყველაფერში ძალიან გვენდობოდა მე და ჩემს მეუღლეს, ვისთანაც  ერთად ვიღებდი საბოლოო გადაწყვეტილებებს. თუ ბიჭები რამეში მეწინააღმდეგებოდნენ, მე მაინც ჩემი გამქონდა. ბინის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ოთხკუთხედი ფორმის ულამაზესი მისაღები ოთახია, რომელსაც კედლის უნიკალური  მხატვრობა ამშვენებს. კედლის მოხატულობა, სავარაუდოდ, 50-იანი წლებით თარიღდება. როგორც ამბობენ, იმ პერიოდში თბილისში ერმიტაჟის მხატვრები იყვნენ  ჩამოსული და გარკვეულ ბინებში კედლები და ჭერი მოხატეს.

უნდა აღვნიშნო, რომ ბინა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავიბარეთ. მიუხედავად ამისა, ვეცადეთ, ყველაფერი მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა. რემონტის დაწყებისთანავე, ჩვენი მიზანი იყო სივრცე ისე დაგვემუშავებინა, რომ დროთა განმავლობაში მიმალული საგანძური ხილული გამხდარიყო. ჩვენი მთავარი მიზანი ყველა დეტალის გაფრთხილება, კარგად განახლება და თანამედროვე ცხოვრების ფუნქციურობასთან შერწყმა გახლდათ. თვითონ ბინამ გვიკარნახა  რა სჭირდებოდა და ჩვენც მივყევით ამ მინიშნებებს.

ოთახების განლაგება შევინარჩუნეთ და ტიხრებიც ყველგან იგივე დავტოვეთ. ერთადერთი, რაც შევცვალეთ, იყო მიშენება ეზოს მხრიდან, რომელიც შუშაბანდად გადავაკეთეთ და, ვფიქრობ, ბინის მთლიან დიზაინში ძალზედ ავთენტურად ჩაჯდა. შუშაბანდის გამო აქაურობა კაფე ჰგონიათ ხოლმე უბანში მოხეტიალე ტურისტებს და არაერთი სასაცილო სიტუაცია შექმნილა, როდესაც ყავის დასალევადაც კი ამოსულან.

ჩემთვის ამ სახლში ყველაზე განსაკუთრებული მაინც მისაღები ოთახია. საბჭოთა სტილის კედლის ჩაშენებული კარადა ჩემი იდეა და სიამაყეა. ასეთი ტიპის კარადებს ე.წ. „შპონით“აკეთებდნენ, ,,ჩიტისთვალს“ რომ  ეძახდნენ ჩვენში. ეს იყო ხის თხელი ფენა, რომელსაც ავეჯზე აკრავდნენ, რაც განსაკუთრებულ ფაქტურას ქმნიდა. ბარიც კი გავუკეთე ამ კარადას, რაც დამახასიათებელი იყო მსგავსი ავეჯისათვის. მოხატული კედლების ქვედა ნაწილს ხის ამოკვრა აქვს „პლინტუსის“ მაგივრად. ასეთმა დეტალებმა, ვფიქრობ, სახლის მთლიანი ესთეტიკა შეკრა. ყვავილებიანი განათება ბრიუსელიდან არის ჩამოტანილი. მინიმალისტური სტილის სავარძელს ყვავილებიანი გადაკვრა აქვს. მოხატული კედლებიც ყვავილებშია ჩაფლული და ამიტომ მისაღებ ოთახს „ფლორალ რუმს“ ვეძახით. ტყავის სავარძელი ოტომანით-ვინთიჯია (vintage), ჟურნალის მაგიდა – შედარებით ახალი.

ხის ფანჯრები და დარაბები საკეტებიანად ყველგან უცვლელად შევინარჩუნეთ, უბრალოდ, ორმაგი შუშა ჩავსვით. იატაკი ხელუხლებელი დავტოვეთ, რადგან კარგი პარკეტით იყო გაკეთებული. ერთადერთი, შუშაბანდის იატაკზე, ე.წ. „კროშკა“ დავასხით, რომელიც მარტივი გასაწმენდია. განათებები თბილისში, სხვადასხვა ანტიკვარულ მაღაზიაშია ნაყიდი. ბევრი რამ ჩემი სახლიდან გადმოვიტანე. ძველი ავეჯი, რომელიც ამ სახლის პატრონებს საბჭოთა დროს მოსკოვიდან ჰქონდათ ჩამოტანილი, კარგად მოერგო სახლის მთლიან ესთეტიკას და ამიტომ დავტოვეთ. ვფიქრობ, ყველა ოთახი სწორ წერტილებამდე დავსვით, რამაც მთლიანობაში სახლში ზღაპრული გარემო შექმნა.

 

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://interierimagazine.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

მარტი 17, 2025
UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

17 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მარტი 17, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

მარტი 17, 2025
როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

მარტი 17, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

მარტი 17, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები