გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერის მოწყობა დაიწყო.
აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებითა და დედაქალაქის მთავრობის დაპირების შესაბამისად ხორციელდება.
სკვერის მოწყობის სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება.
ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი და ფიტნეს ზონა; დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
მასალის გამოყენების პირობები