დასუფთავების კვირეული დაიწყო თბილისში და თილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დალაგდა
დასუფთავების კვირეული თბილისში. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი დაასუფთავეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამაც მიიღო.
„დასუფთავების აქციები მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. ყველამ უნდა გავიაზროთ, რამდენად დიდ ზიანს ვაყენებთ გარემოს ნარჩენების ასეთ რეკრეაციულ სივრცეებში განთავსების შედეგად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, კონტეინერებში განვათავსოთ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ნუ დავანაგვიანებთ გარემოს“, – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
მერიის განმარტებით, დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას ყოველწლიურად დედაქალაქიც უერთდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვითი აქტივობა იგეგმება.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები