ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიევროკავშირის მხარდაჭერით, თბილისში მხატვრული რეწვისა და დიზაინის მეხუთე საერთაშორისო სამიტი “ეთნოფესტი 2024”...

ევროკავშირის მხარდაჭერით, თბილისში მხატვრული რეწვისა და დიზაინის მეხუთე საერთაშორისო სამიტი “ეთნოფესტი 2024” გაიხსნა

ევროკავშირის მხარდაჭერით, 2024 წლის 13 ოქტომბრამდე, ქალაქში მხატვრული რეწვის და დიზაინის მეხუთე საერთაშორისო სამიტი”ეთნოფესტი 2024” იმართება. ღონისძიება „ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში (პავილიონები 4, 5, 6) მიმდინარეობს და უნიკალურ პლატფორმას წარმოადგენს ხელოვანების, დიზაინერებისა და ბიზნეს წარმომადგენლებისთვის.

„ეთნოფესტი“ საყოველთაოდ აღიარებული ფესტივალია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას და ევროპული პარტნიორების მხარდაჭერით ხელოვანებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ კავშირები როგორც ერთმანეთთან, ასევე კერძო სექტორთან. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ ფესტივალი ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ნაწარმის ცნობადობის ზრდას.

„ევროკავშირი საქართველოს კულტურის სექტორის განვითარებას მრავალფეროვანი ფორმით უწყობს ხელს. ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს ხელოვანთა პროფესიული უნარების გაძლიერების, კერძო სექტორთან კავშირების დამყარებისა და მაღალი სტანდარტების დანერგვისთვის. ეს ყველაფერი ხელს უწყობს შემოქმედებითი დარგების ინკლუზიურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“, – აცხადებს ლუჩია დი ტროია, ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე.

„ეთნოფესტი“ სამხრეთ კავკასიაში დარგის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ექსპოს, გამოფენებს, ტრენინგებს, პრეზენტაციებს, საჯარო ლექციებს და ბიზნეს შეხვედრებს. ფესტივალი გთავაზობთ მდგრადობის, ადგილობრივი სასაჩუქრე ბაზრის განვითარების და პროდუქციის მარკეტინგის შესაძლებლობებს.

2024 წლის სამიტი მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის მხატვრული რეწვისა და დიზაინის გამოფენას, ახალგაზრდა ხელოვანებისა და დიზაინერების ნამუშევრების გამოფენას, საჯარო ლექციების სერიას და პროფესიული მასტერკლასებს.

„ეთნოფესტი“ 2016 წელს ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დაარსდა და მას შემდეგ ბიენალეს პრინციპით ოპერირებს. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა (CREA), ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის მცირე გრანტების პროგრამა და თბილისის მერია.

 

#drpkhakadze #davidiani

READ  "ეს იტალია არ გეგონოთ..." - სენაკის დრამატული თეატრია, ზღაპრული ინტერიერით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები