„დინამო თბილისის“ თავდამსხმელი ოსკარ სანტისი გვატემალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გამოიძახეს. 25 წლის ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებისთვის ემზადება, რომელიც 12 ოქტომბერს გაიანას, ხოლო 16 ოქტომბერს კოსტა რიკას წინააღმდეგ აქვს დაგეგმილი.
სანტისი „დინამო თბილისის“ რიგებში 2023 წლის იანვარში ჩაირიცხა 2+1 წლის ხელშეკრულებით. თბილისური კლუბის რიგებში მან 25 მატჩი ითამაშა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა 4 საგოლე გადაცემა.
ოზკარ სანტისი 2021 წლიდან გვატემალის ნაკრების წევრია, სადაც 36 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა. ის ასევე გვატემალის ჩემპიონია და კონკაკაფის ლიგის გამარჯვებული.
მასალის გამოყენების პირობები