11:25 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა საქართველოში · 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის ჯარიმები ჩამოეწერება · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები ·
თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა განათებებით სიამოვნებისთვის. განვიხილოთ როგორ ვუყუროთ მათ სტრატეგიულად.

თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის ცნობით, ცნოკონსტრუქციები და მანათობელი ბაგირები ბორის პაიჭაძის ქუჩასა და გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოეწყო.

დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

„თბილისის მერიის დავალებით, საახალწლო განათებების მონტაჟი დედაქალაქის მასშტაბით სრულად განხორციელდება. ყველა რაიონში შერჩეულია ქუჩები, სადაც ოპტიმალურია და ტექნიკურადაც შესაძლებელია ილუმინაციების მოწყობა, იმისათვის, რომ ქალაქის მცხოვრებლებს და სტუმრებს საახალწლო განწყობა შევუქმნათ“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

ილუმინაციები და დეკორაციები თბილისის ათივე რაიონში 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა. სამონტაჟო სამუშაოებში ყოველდღიურად „თბილსერვის ჯგუფის“ 190-მდე თანამშრომელი და შესაბამისი სპეცტექნიკაა ჩართული.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *