თბილისის მერიის ინიციატივით, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის უფასო საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურება განხორციელდება. 1-ელი სექტემბრიდან დღემდე, აღნიშნულ პროგრამაში 416 მოქალაქე ჩაერთო.
მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დედაქალაქში მხოლოდ ორი საცურაო აუზი მუშაობს, თუმცა, ზოგიერთი მათგანი რემონტს გადის. უახლოეს მომავალში, 20 ოქტომბრიდან, ნაძალადევის რაიონში ახალი სპორტული სივრცე გაიხსნება, ხოლო 1-ელი ნოემბრიდან მოქალაქეებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ დიდი დიღმის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი.
თბილსიის მერიის პროგრამა, რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 60 წელს გადაცილებულ პირებს, მათ პროგრამაში ჩართვის შემდეგ უფინანსდებათ 1 საათიანი მომსახურება აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზში. მომსახურება მოიცავს თვეში მაქსიმუმ 9 ვიზიტს.
თბილისის მერიის პროგრამა უპროდუქტიულობის შემცირებას და ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციას ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები