თბილისში კიდევ ერთი სოციალური ინიციატივა დაიწყო – თემქის მედიათეკაში გაიხსნა თბილისის მუნიციპალური სერვისი „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს უფროსი თაობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოებაში მათი ჩართულობის გაზრდას.
ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი მარიკა დარჩია და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიამ ბანძელაძე.
პარტნიორები და მხარდამჭერები
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიისა და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ქსელისორგანიზებით, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით.
კლუბი განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის, რომლებიც სურთ იყვნენ აქტიური, ჯანსაღი და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
მონაწილეებს ელოდებათ ყოველდღიური და პერიოდული აქტივობები, მათ შორის:
- ცეკვა, ხატვა და შემოქმედებითი საქმიანობა
- სპეციალურად მათი ასაკისთვის შემუშავებული საჯანმრთელო ვარჯიშები
- მასტერკლასები, შეხვედრები და ინტერაქციული ღონისძიებები
- გამოცდილების გაზიარება და ჯგუფური ინიციატივების განხორციელება
„60+ კლუბი” თბილისის მუნიციპალური სერვისია და განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები”, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ეს უკვე მეორე „60+ კლუბია“ თბილისში
პირველი მსგავსი სივრცე 2022 წელს მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიხსნა, რომელიც ამ ეტაპზე 150-მდე აქტიურ წევრს აერთიანებს. თემქის მედიათეკის ბაზაზე გახსნილი კლუბი კი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ასაკოვანი ადამიანებისთვის ინკლუზიური და მრავალფეროვანი გარემოს შექმნის გზაზე.
შენი კალკულატორი — გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია