03:44 💵 USD 2.61 💶 EUR 3.03 თბილისი დღეს — 18 აგვისტო · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები · Rustaveli Cafe & Bar თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები, დაჯავშნა ·
თბილისის აეროპორტმა ISAGO სერთიფიკატი განაახლა, რაც ქალაქის საერთაშორისო რეპუტაციისა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის კიდევ ერთი დადასტურებაა. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად ზრდის თბილისის მიმართულებით ავიაკომპანიების ნდობას.

ისრაელისა და ირანის დაპირისპირების ფონზე თბილისსა და ბათუმში ფრენები გაუქმდა

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

ისრაელისა და ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე საქართველოში ავიამიმოსვლა შეფერხდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 რეისი, ხოლო ბათუმის აეროპორტიდან 7 რეისი გაუქმდა.

როგორც TAV Georgia-ში აცხადებენ, გაუქმებული ფრენები ეხება არა მხოლოდ ისრაელის მიმართულებას, არამედ ზოგიერთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანასაც. რეგიონში შექმნილი ვითარების გამო აღნიშნულ ქვეყნებში საჰაერო სივრცის დროებითი შეზღუდვა მოქმედებს.

13 ივნისს გამთენიისას ისრაელის თავდაცვის არმიამ ირანის ქალაქ ნათანზში მდებარე ურანის გამდიდრების ობიექტსა და ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ირანელ მეცნიერებზე იერიში მიიტანა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შეტევის მიზანი იყო ირანის ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვა.

მოცემული დაძაბულობის გამო საკუთარი საჰაერო სივრცე დახურეს ისრაელმა, ირანმა, ერაყმა და იორდანიამ. ისრაელში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა.

საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენა დამოკიდებული იქნება რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციის განვითარებაზე.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *