სამშაბათი, აპრილი 29, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიSheni Tbilisiკონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განცხადებების მიღება დაიწყო

კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერიის მიერ დაარსებული კონკურსის – „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება დაიწყო,

კონკურსის “შემოქმედებითი თბილისი” მეორე ეტაპზე განაცხადებების მიღება დაიწყო – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კონკურსის არსებობის ხუთი წლის მანძილზე, 200-ზე მეტი საინტერესო პროექტი დაფინანსდა.

„კონკურსი საკმაოდ პოპულარულია შემოქმედებით წრეებში და მისი მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, 11 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, პროექტები მიიღება სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება.

„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე: www.culture.tbilisi.gov.ge.

კითხვის გაგრძელება 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  იაპონიაში ათასობით მკვდარი თევზი სანაპიროზე გამოირიყა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები