ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგართობა/დასვენებაულამაზესი ტერასა, საოცარი ხედით მთელს თბილისზე - პატარა სახურავის ისტორია

ულამაზესი ტერასა, საოცარი ხედით მთელს თბილისზე – პატარა სახურავის ისტორია

ჟურნალი “ინტერიერი” გაგაცნობთ ერთ პატარა სახურავის ისტორიას სოფო­ გაგუასგან…

ინტერიერის დიზაინერად მუშაობა პირველად ჩემი ბინიდან და­ვიწყე. მერე მეგობრის ბინაზე გადავედი, შემდეგ სასტუმროს დიზაინი გავაკეთე, ამას კაფის ინტერიერი მოჰყვა, მერე ტენ­დერი მოვიგე და ასე, თვალსა და ხელს შუა, სრულიად მოულოდნე­ლად, ამ ამბავში ამოვყავი თავი.
რასაკვირველია, მეცადინეობაც დამჭირდა. შევისწავლე ხაზვის პროგრამები და პროფესიული ლიტერატურა. ასე იქცა ეს ჰობი ნელ­ნელა პროფესიად.

„ინტერიერის დიზაინერი“ ვარ­-თქო, მაინც ვერ ვამბობ. უბრალოდ, მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის „რაღაცებს ვაკეთებ“ და ამბობენ, რომ „კარგად გამომდის“.
ამ ბინის ბინადრებიც ჩემი მეგობრები არიან და უკვე 20 წელია, ამ სახლში ცხოვრობენ. სახლი დროთა განმავლობაში იცვლებდა და იზრდებოდა და ასე ჩამოყალიბდა იმ სივრცედ, სადაც ყველას ასე უყვარს ყოფნა.
ეს ისტორია კი ერთი პატარა სახურავის შეძენით იწყება, რომე­ლიც დღეს ორსართულიან სახლად იქცა. როცა ვერ ეტევი, სივრცე არ გყოფნის, სულ გამოსავალს ეძებ. ჯერ ერთი ოთახი მიიერთეს, საით გავჭრათ კარიო, მერე წიგნები დაგვიგროვდა, ბიბლიოთეკა გვინდაო, უი, ნახატებისთვის გალერეა ხომ არ გავაკეთოთო, ეს კედელი რა ფრად გადავღებოთ, სამზარეულო როგორ გავადიდოთო და ასე ავედით მეორე სართულზე. ულამაზესი ტერასა, საოცარი ხედით მთელს თბილისზე, წელიწადის ყველა დროს მწვანეა. ძალიან დიდი დრო დავუთმეთ გამწვანებას და მცენარეების შერჩევას, რომ მუდამ მწვანე გარემო ყოფილიყო გარშემო.

უნდა აღინიშნოს, რომ მე და სახლის მეპატრონეებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლო მეგობრები ვართ, აბსოლუტურად გან­სხვავებული ხედვა და გემოვნება გვაქვს. მე მიყვარს ნათელი, ღია და გახსნილი სივრცეები, მათ დახურული და მუქი, ბევრი ნივთით. სულ ვჭიდაობთ, ვკამათობთ. ხან მომყვებიან, ხან არა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ დროთა განმავლობაში ერ­თმანეთის ნდობა შევიმუშავეთ და უკვე რამის შესაკვეთად როცა მივდივარ, არავინ მომყვება. თვალდახუჭული მენდობიან.
რასაკვირველია, ეს ბინა უჩვეულო და საინტერსოა იმ მხრივ, რომ ამდენი წელია ვაკეთებთ. ამ წლების განმავლობაში გემოვ­ნება ყველას გვეცვლებოდა, თავიდან რაც მოგვწონდა, ხუთი წლის შემდეგ რათქმა უნდა აღარ მოგვწონდა, კიდევ ხუთი წლის მე­რე კიდევ სხვა რამ მოგვწონდა და ასე დაუსრულებლად. როგორი უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ბინა ესთეტიკის თვალსაზრისით ძალზედ შეკრული გამოვიდა.

READ  აღმოჩენილია პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი

ამ პროფესიაში ძირითადად ასე ხდება, რომ სახლს დააპროექტებ, გააკეთებ, მოაწყობ, ჩააბარებ მეპატრონეებს და აქ თავდება შენი როგორც არქიტექტორის თუ დიზაინერის სამუშაო. იწყება ცხოვრება. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ეს იყო თანაცხოვრება, ამ სიტყვის სრული გაგებით და ამ თა­ნაცხოვრების შედეგად მიღებული სახლი. მოთხოვნილებებზე და საჭიროებებზე აგებული პროექტი. თვითონ მეპატრონეებს ძალიან უყვართ ცვლილებები, სულ ახალი იდეები უჩნდებათ და მეც მათ­ზე ხალისით ვარ აყოლილი. გამუდმებით რაღაცას ვცვლით და ეს პროცესი ძალზედ საინტერესოა. ხშირად ყოფილა, რომ მათთან ერ­თად სახლში ყოფნის დროს მოგვსვლია რაღაც იდეები, მაგალითად, ავეჯი ტერასისთვის, ან ხალიჩებისგან შეკერილი სავარძელი…

მოკლედ, განსაკუთრებულად კომფორტული ბინა გამოვიდა. მეპატ­რონეებს ძალიან უყვართ სახლში ყოფნა და სულ სახლში არიან, და მეგობრებსაც სულ მათთან გვინდა და მოგვიხარია…
წყარო

#gochadze #drpkhakadze #sheniambebi #sheniinterieri

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები