ჟან შარდენის ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში მდებარეობს და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მიმზიდველი კულტურული ცენტრია. ეს პატარა საფეხმავლო ქუჩა დღეს ითვლება არა მხოლოდ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად, არამედ თანამედროვე თბილისური ცხოვრების სიმბოლოდ.
ძველი თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ქუჩად შარდენის ქუჩა მიიჩნეოდა. ადრეულ დროში ამ ქუჩას “ბნელი რიგი” ერქვა, რაც მისი დახურული, მუქი გარემოს გამო იყო მოხსენიებული. “ბნელი რიგი” კი შარდენის ქუჩას ემსახურებოდა როგორც სავაჭრო ცენტრალური ადგილი, რომელიც მექვაბების რიგის განვითარებით, XIX საუკუნეში ახალ ბაზაზხანას იძენდა.
XX საუკუნის დასაწყისში, შარდენის ქუჩა კვლავ ფუნქციონირებდა როგორც ბაზრობების და სავაჭრო ფართების ადგილად. თუმცა, მოგვიანებით ქუჩამ გაიარა არქიტექტურული რეკონსტრუქცია, რომელსაც 1981 წელს ცნობილი არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი ხელმძღვანელობდა.
დღეს, შარდენის ქუჩა ასოცირდება ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის სახელთან. XVII საუკუნის ფრანგი მოგზაური, რომელიც თბილისში იმყოფებოდა და შეისწავლა საქართველოს კულტურა და ცხოვრების სტილი, გახდა შარდენის ქუჩის სახელის ინსპირაცია. მისი სახელი კვლავ ასოცირდება ამ ადგილთან, რომელიც დღეს არა მხოლოდ ისტორიულ მნიშვნელობას, არამედ თანამედროვე კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებასაც სძენს.
განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა შარდენის ქუჩამ 2002 წელს, როდესაც დაიწყო მისი განახლება და კეთილმოწყობა. ქუჩა დღევანდელი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას და პოპულარულ ადგილად იქცა. რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები, გალერეები და გამოფენები ფლობენ აქაურობას, რაც ამ ქუჩას დღის და ღამის ცხოვრების ცენტრალურ ნაწილად აქცევს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები