შაბათი, ნოემბერი 30, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიისტორია/უბნებირამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა დეფეკაციის დროს, რა ძირითადი მიზეზი არსებობს...

რამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა დეფეკაციის დროს, რა ძირითადი მიზეზი არსებობს…

რამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა დეფეკაციის დროს, რა ძირითადი მიზეზი არსებობს

საუბრობს „სტუმრად ექიმთან“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის კლინიკის ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გოგა ბახტაძე:

„ნაწლავურ ინფექციაზე უნდა ვიფიქროთ მაშინ, როცა ეს ნაწლავური მასებიც არის თხიერი, როდესაც პაციენტს აქვს დიარეა და სისხლთან გარეულია მომწვანო მასები, როდესაც პაციენტს აღენიშნება მუცლის მოვლითი ტკივილი, ტემპერატურა და ა.შ.  ხშირ შემთხვევაში, მიზეზი მსუბუქია. სისხლდენის მიზეზი ყაბზობის ფონზე განვითარებული უმნიშვნელო ნახეთქი არის ხოლმე, რაც ადვილად მოგვარებადია. ინიშნება ადგილობრივი და დასალევი მედიკამენტები.

სისხლის ფერის მიხედვითაც შეიძლება ვივარაუდოთ, რა ნაწილიდან ხდება სისხლდენა, წვრილი ნაწლავიდან, მსხვილი ნაწლავიდან თუ კუჭიდან.

კუჭიდან და თორმეტგოჯადან სისხლდენა ყოველთვის შავია. წვრილი ნაწლავიდან სისხლდენის დროს უფრო მუქი, შინდისფერია. ყველაზე გავრცელებული წვრილი ნაწლავიდან სისხლდენის დროს მეკელის დივერტიკულიდან სისხლდენაა. მეკელის დივერტიკული ნაწლავზე პატარა წანაზარდია, რომელიც ნორმით არ უნდა იყოს და ის 1000-დან მხოლოდ 2-3 ბავშვს აქვს.

წვრილი ნაწლავიდან სისხლდენა შეიძლება გაუვალობამაც მოგვცეს. ნაწლავის გაუვალობის ერთ-ერთი სახეობაა ინვაგინაცია, რა დროსაც ნაწლავი ნაწლავში იჭედება და მასაც თან ახლავს სისხლდენა.

არის მსხვილი ნაწლავიდან არსებული სისხლდენები, რომელთაც ახასიათებთ უფრო ღია, ალისფერი, ჟოლოსფერი სისხლი, შეიძლება, გამოწვეული იყოს ნაწლავის პოლიპით. ბავშვს უნდა ჩავუტაროთ კვლევა.

სისხლის ანალიზი საკმარისი არ არის და ანალიზში არსებული ცვლილებები სიმპტომებთან კორელაციაშია მნიშვნელოვანი, რადგან ანალიზში არსებული ცვლილებების მიზეზი შეიძლება სხვადასხვა დარღვევები იყოს, არ არის სავალდებულო, რომ მიზეზი მაინც და მაინც ქირურგიული, ნაწლავური ანთება იყოს. მარტო ექოსკოპიით დადგენა, თუ სიმპტომები არ არის, საკმარისი არ არის. საერთო სურათი გვიჩვენებს, თუ რა მკურნალობა სჭირდება პაციენტს“.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
ულტრაბგერითი საშუალების გამოყენება ფსორიაზული ართრიტის  დროს: რა როლი აქვს მას?

ულტრაბგერითი საშუალების გამოყენება ფსორიაზული ართრიტის  დროს: რა როლი აქვს მას?

ნოემბერი 29, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ერგონომიკა მისაღებში – იდეალური დიზაინის მნიშვნელობა და პრაქტიკული რჩევები

ერგონომიკა მისაღებში – იდეალური დიზაინის მნიშვნელობა და პრაქტიკული რჩევები

ნოემბერი 29, 2024
გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ყვავილის მტვერს ავტომატურად აგროვებს

გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ყვავილის მტვერს ავტომატურად აგროვებს

ნოემბერი 29, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა

როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა

ნოემბერი 30, 2024
მონიკა ბელუჩი -სილამაზის 4 წესი

მონიკა ბელუჩი -სილამაზის 4 წესი

ნოემბერი 30, 2024
ახალი წლის ტრადიციები სხვადასხვა ქვეყნებში

ახალი წლის ტრადიციები სხვადასხვა ქვეყნებში

30 ნოემბერი 2024
პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ფილტვების გადანერგვის ოპერაცია რობოტმა ჩაატარა

პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ფილტვების გადანერგვის ოპერაცია რობოტმა ჩაატარა

ნოემბერი 29, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები