ეს სისტემა უზრუნველყოფს მყესების, კუნთების, სახსრების და მგრძნობიარე ნერვების კოორდინირებულ მუშაობას. დროებითი შრომისუუნარობის მიზეზი შეიძლება იყოს კუნთის დაზიანება. მყესების დაჭიმვა, სახსრების ანთება,ნერვის დაზიანება, ხერხემლის დისკისდეგენერაციული ცვლილებები და ა. შ. ადვილად დაღლა და დისკომფორტი ვითარდება მაშინ, როცა დატვირთვა და/ან ერთი და იგივე მოძრაობა ხორციელდება მრავალჯერ დროის დიდი მონაკვეთის განმავლობაში.
საერთო ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ამ მიდამოში არსებულ დარღვევებს, არის: ტკივილი, სპაზმი, სიცივის შეგრძნება. იშვიათად აღინიშნება: მოძრაობის დიაპაზონის შემცირება, დეფორმაცია,
ხშირია:
• ხელის და მაჯის ძვალ-კუნთოვანი დარღვევები;
• წინამხრის და მხრის ძვალ-კუნთოვანი დარღვევები;
• მყესების დაჭიმულობა და ანთებები ან ქსოვილის ანთებები, რომლებიც კუნთს
აერთებენ ძვალთან;
• ხერხემლის დისკის თიაქარი, წელის რადიკულიტი, კისრის დაჭიმულობის სინდრომი,
ხერხემლის დისკის პროტრუზია;
• ხერხემლის და კისრის მიდამოს ძვალ-კუნთოვანი დარღვევები.
საერთო ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ამ მიდამოში არსებულ დარღვევებს, არის: ტკივილი, სპაზმი, სიცივის შეგრძნება. იშვიათად აღინიშნება: მოძრაობის დიაპაზონის შემცირება, დეფორმაცია,კიდურის ძალის შემცირება, კუნთოვანი ფუნქციის დაკარგვა და ა. შ. აღსანიშავია, რომ ნებისმიერი ეს სიმპტომი შეიძლება უფრო გაძლიერდეს ან პირველად შენიშნოთ ღამით.
რა იწვევს ძვალ-სახსროვან დარღვევებს?
ოფისში, სადაც შესაბამისი ერგონომიკული პირობები არ არის დაცული, ხშირია ძვალ-სახსროვანი დარღვევები. მოუხერხებელი პოზიცია სამუშაოს შესრულებისას, რომელიც იწვევს ხელის, მხრის და ხერხემლის დამატებით დატვირთვას, სხეულს აყენებს არაბუნებრივ პოზაში:
კომპიუტერთან მუშაობისთვის მოუხერხებელიპოზიციები
• მოხრილი მტევანი
• სხეულიდან განზე გაწეული
იდაყვები;
• ზედმეტად გაჭიმული ხელის
კიდურები;
• წინ წამოწეული მხრები.
ეს პოზიციები პოტენციურად დამატებით ხელშემწყობი პირობაა ძვალ-სახსროვანი დარღვევების განვითარებისთვის, რის გამოც დღის განმავლობაში იზრდება დასაქმებულის დაღლილობა და შედეგედ მცირდება წარმოების ხარისხი. ძალისმიერი ტრავმები, როგორც წესი, დაკავშირებულია საწარმოებში მუშაობასთან. მაგრამასეთი სახის ტრავმები შესაძლებელია მოხდეს ოფისებშიც: საოფისე აღჭურვილობის გადაადგილებისას; კლავიშზე უხეში დაჭერით, ვიდრე ეს საჭიროა; კუნთზე უხეშად ზეწოლით და ა. შ. ამ შემთხვევებში შესაძლებელია, ხელების და ფალანგების ზედმეტმა დატვირთვამ თავდაპირველად გამოიწვიოს დაღლილობა, მაგრამ თუ ეს გრძელდება ხანგრძლივი დროისგანმავლობაში შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა სახის ძვალ-კუნთოვანი დარღვევები.
რაც უფრო ხანგრძლივად იმეორებთ ერთსა და იმავე მოძრაობას, ერთსა და იმავე პოზაში ხართ ხანგრძლივად სამუშაო დღის განმავლობაში, უფრომეტი შანსი გაქვთ, რომ გამოგივლინდეთ ძვალ-კუნთოვანი დარღვევები. ასეთი მოძრაობების მაგალითებია: მონაცემების შეყვანის პროცესი;დახარისხების პროცესი და ა.შ.
ამ შემთხვევაში სხეული ერთსა და იმავე მოძრაობას იმეორებს მთელი დღის განმავლობაში. თავისთავად,ერთი სახის სამუშაოს შესრულება არ არის საზიანო. თუმცა პრობლემას წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს სიხშირე, მოუხერხებელი მდებარეობა და სხეულის არასწორი დატვირთვა.
როგორ შეიძლება ავიცილოთ ძვალ-სახსროვანი დარღვევები?
თქვენი ჯანმრთელობა და კომფორტი ოფისში ყოფნისას დამოკიდებულია მოძრაობასა და გადაადგილებაზე, ასევე იმ ზეწოლაზე, რომელიცსხეულზე მოდის. ერგონომიკული პრინციპების დაცვა წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას ძვალ-კუნთოვანი დარღვევების თავიდან ასაცილებლად.მაგ.: თუ თქვენ სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს ატარებთ კომპიუტერთან, უნდა მიაქციოთ ყურადღება, როგორ პოზიციაში გაქვთ ხელის მტევნები და ფალანგები. იმისათვის, რომ შეამციროთ დატვირთვა სხეულის ზედა ნაწილის კუნთებზე, იდაყვები მიიტანეთ სხეულთან ახლოს, მხრები კი ქვემოთ ჩამოსწიეთ და მოადუნეთმუშაობისას. შეძლებისდაგვარად, ასევე მოადუნეთ წინამხარი და მტევნის ფალანგები. გახსოვდეთ, ერგონომიკის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია –სამუშაოს შესრულების დროს სხეული იმყოფებოდეს მუშაობისათვის ოპტიმალურ მდებარეობაში.
საბოლოოდ, არ დაგავიწყდეთ, რომ პერიოდულად უნდა დაისვენოთ. შეეცადეთ სამუშაო დღის განმავლობაში ხშირად გააკეთოთ ხანმოკლე შესვენებები. ადამიანის სხეული განკუთვნილია მოძრაობისთვის, ამიტომ ერთ პოზიციაში ხანგრძლივად ყოფნა ან ერთფეროვანი სამუშაოს ხანგრძლივი დროით შესრულება ზრდის დატვირთვას კუნთებზე და სახსრებზე. ხანმოკლე აღდგენითმა პერიოდებმა შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს კუნთების დაღლა და დაძაბვა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის შრომისუნარიანობას.
საქართველოს ერგონომიკის ასოციაცია/ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
მასალის გამოყენების პირობები