სამშაბათი, მარტი 18, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებივაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ვაკის რაიონში მასშტაბური პროექტი, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერა.

რეაბილიტაციას მოიცავდა წყნეთის გზატკეცილის N6-დან ბაგების დასახლებიდან ახალ საავტომობილო ხიდამდე. გიორგი ტყემალაძის თქმით, პროექტი მოსახლეობისა და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობის უზრუნველსაყოფად.

პროექტის ფარგლებში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები — წყალარინების, წყალმომარაგების და გაზმომარაგების ქსელები. მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა, გზის სავალი ნაწილი გაგანიერდა, ხოლო უსაფრთხოების მიზნით აშენდა რკინა-ბეტონის კედლები. რეაბილიტირდა ტროტუარები, ხოლო სადაც საჭირო იყო მოეწყო ახალი ტროტუარები.

დამონტაჟდა LED გარე განათების ქსელი, გაიწმინდა საავტომობილო გზა, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, დაიხაზა სავალი ნაწილი და განთავსდა სატრანსპორტო ნიშნები. ასევე, განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები და დამონტაჟდა მიწისქვეშა ნარჩენების ურნები.

ტერიტორია გამწვანდა 2 659 ძირი ნარგავის მეშვეობით და 3 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი. სარწყავი სისტემა დამატებით გააუმჯობესებს გარემოს.

პროექტი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს მათ მოსახერხებელ გადაადგილებას. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტისთვის გაწვდილი თანხა 15 მილიონ ლარს შეადგენს.

#drpkhakadze #davidiani

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

მარტი 17, 2025
UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

17 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მარტი 17, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

მარტი 17, 2025
როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

მარტი 17, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

მარტი 17, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები