სამშაბათი, მარტი 18, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიინტერვიუ"რთული და სარისკოა მუქ ტონალობაზე მუშაობა, თუმცა..."- ინტერვიუ, რომელიც უნდა წაიკითხოთ

“რთული და სარისკოა მუქ ტონალობაზე მუშაობა, თუმცა…”- ინტერვიუ, რომელიც უნდა წაიკითხოთ

ინტერიერის დიზაინერ ნინო ძიძაძის ინტერვიუ ჟურნალ “ინტერიერისთვის”

სახლის მეპატრონეები ჩემი ახლო მეგობრები არი­ან და ეს არ არის ერთადერთი პროექტი, რომელიც მათთვის გამიკეთებია. ვინაიდან კარგად ვიცნობ ოჯახს, მათ ხასიათსა და ცხოვრების წესს, ამ პრო­ექტზე მუშაობა ჩემთვის გამორჩეულად სასიამოვნო აღმოჩნდა.

თავიდანვე შევთანხმდით, რომ სახლი მუქ ტონალობაში უნდა ყოფილიყო. ზოგადად საკმაოდ რთული და სარისკოა მუქ ტონალობაზე მუშაობა, თუმცა თავს ყველაზე კომფორტულად მსგავსი დიზაინის კეთების დროს ვგრძნობ, ბუნებრივი და ხელოვნური განათების სწორად გადათამაშება, მასალა და პროპორციე­ბი; უამრავი გამოწვევა მოსდევს მუქ ფერს და მათი გადაწყვეტის გზები საბოლოო შედეგს განსაკუთრე­ბულს ხდის.

სახლში ბევრი საინტერესო დეტალია სპონტანურად გადაწყვეტილი. სამღებრო სამუშაოების დროს სრუ­ლიად დაუგეგმავად, ყველანაირი ესკიზის გარეშე მღებავთან ერთად კედლის მოხატვა დავიწყე. მიყ­ვარს როცა პროცესი ასეთი ცოცხალი და დინამიური, ალბათ ამ დროს იქმნება ყველაზე სახასიათო დეტა­ლები დიზაინში.

ოჯახში ორი თაობის წარმომადგენელი ცხოვრობს. ბავშვები ძირითად დროს მეცადინეობაში ატარე­ბენ, მშობლები კი სოციალურად აქტიური პიროვნებები არიან, ამის გამო მათი სახლი მეგობრების ხშირი თავშეყრის ადგილი უნდა ყოფილიყო. ამიტომ საჭირო გახდა დამატებითი სივრცის შექმნა, რო­მელიც იზოლირებული იქნებოდა ძირითადი საცხოვრე­ბელი ნაწილისგან. სწორედ ამის გათვალისწინებით, ეზოს ერთ­ერთ მონაკვეთში გავაჩინეთ მცირე არქი­ტექტურული ობიექტი, რომლის სახურავიც გამწვანე­ბულია და ერწყმის ეზოს ტერასულ რელიეფს.

რომ შევაჯამოთ, მიყვარს ისეთ პროექტებზე მუშაო­ბა, სადაც დამკვეთის და ჩემი გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს. ესეთ დროს ბევრი დეტალი და იდეა უშუალოდ სარემონტო სამუშაოების დროს იბადება და მანამდე მკაცრად გაწერილი და ჩაფიქრებული არ არის. შედეგად საბოლოო პროდუქტიც ყოველთვის უნიკალური და საინტერესოა.

ფოტო: გიორგი მამასახლისი

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

მარტი 17, 2025
UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

17 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მარტი 17, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

მარტი 17, 2025
როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

მარტი 17, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

მარტი 17, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები