თბილისის მერიის ინფორმაციით, 23 იანვარს, 00:00-დან 08:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიღუდება.
დროებითი შეზღუდვის პერიოდში ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგ ქუჩებზე: ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილის და თაბუკაშვილის ქუჩებზე. ასევე, მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით, შემდეგ კი ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩებით.
მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები