პარასკევი, ივლისი 11, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებისემეკ-ში „თბილისი ენერჯის“ გაზსადენის ავარიულად გათიშვის საკითხზე პირველი მოსმენა გაიმართა

სემეკ-ში „თბილისი ენერჯის“ გაზსადენის ავარიულად გათიშვის საკითხზე პირველი მოსმენა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) „თბილისი ენერჯის“ 500 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის ავარიულად გათიშვის ფაქტთან დაკავშირებით პირველი საჯარო მოსმენა ჩატარდა. მოსმენაზე კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ავარიის გამომწვევი შესაძლო მიზეზები შეისწავლა და წარმოადგინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სამუშაოები ჩატარდა ბუნებრივი გაზის მიწოდების აღსადგენად. მან ასევე აღნიშნა, რომ აღდგენის პროცესში უსაფრთხოების ყველა ნორმა სრულად იყო დაცული.

კომისიის წევრებმა და ენერგოომბუდსმენმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესში საზოგადოების ინფორმირებაზე და მათთან უფრო გამჭვირვალე კომუნიკაციის აუცილებლობაზე.

სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ კომპანია ვალდებული იქნება, კომისიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით წერილობით დეტალური ინფორმაცია წარმოადგინოს. მან ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ საკითხის სრულყოფილი შესწავლის შემდეგ.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  ეგრეთ წოდებულ ბასლაინზე გადაადგილება შესაძლებელია მოპედსა და მოტოციკლსაც შეეძლოს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები