სამშაბათი, მაისი 20, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგართობა/დასვენებაუცვლელი ტენდენციები-როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტური ინტერიერი

უცვლელი ტენდენციები-როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტური ინტერიერი

დიზაინი ან სტილი, რომელშიც მარტივი და მცირე ელემენტები მაქსიმალური ეფექტის მისაღებად გამოიყენებაეს მინიმალიზმია. მინიმალიზმი სათავეს იღებს ხელოვნებაში, ნამუშევრებში მარტივი ხაზებითა და მხოლოდ რამდენიმე ფერით გამოიხატება. ინტერიერის დიზაინში 90-იან წლებში გამოჩნდა და გულისხმობს ობიექტების შემცირებას, რათა სივრცე არ იყოს გადატვირთული. მინიმალიზმმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერიერის დიზაინის მსოფლიო მოდაში და მარადიულ ტრენდად იქცა. ჩვენს ბლოგში წაიკითხავთ ამ უცვლელი ტრენდის შესახებ, გაიგებთ, როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტური ინტერიერი.

  მინიმალიზმი ინტერიერში ადვილი გამოსაყენებელია, თუ სწორად მიუდგებით. მოძებნეთ დეტალები, რომლებიც მხოლოდ მინიმალისტური სტილის კი არ იქნება, არამედ ფუნქციურიც. აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ცხოვრების წესი, მაგალითად, თუ გიყვართ დივანზე დასვენება და ფილმების ყურება, პრიორიტეტად სწორედ ეს აიღეთ. არ გამოიყენოთ ის, რაც ყოველდღიურად არ გჭირდებათ. გაქვთ ბევრი წიგნი? ისეთი კარადა შეარჩიეთ, რომელსაც კარი ექნება და შიგნით შეინახე წიგნები. დეკორაციისთვის მხოლოდ მცირე რაოდენობის ნივთი გამოიყენეთ, თუნდაც თქვენი წიგნების კოლექციიდან რამდენიმე წიგნი. ინტერიერში მინიმალიზმის მისაღწევად რამდენიმე ძირითადი პუნქტი არსებობს:

1. ხაზი გაუსვით თქვენი სახლის არქიტექტურულ დეტალებს, დამალვის ნაცვლად, აქციეთ ინტერიერის ნაწილად;

2. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაფერი შეარჩიეთ ფუნქციის მიხედვით. ინტერიერში გამოყენებული თითოეული დეტალი უნდა იყოსდასაბუთებული“, რათა თავიდან აირიდოთ არეულობა;

3. წესრიგი, წესრიგი და წესრიგი! უპირატესობა მიანიჭე თანამედროვე საცავს, სადაც ზედმეტ ნივთებს მოათავსებთ;

4. აირჩიეთ ფერთა პალიტრაროდესაც ქმნით თანამედროვე, მინიმალისტურ ინტერიერს,იდეალურია თეთრი, კრემისფერი, შავი, ნაცრისფერი და მათთან დაკავშირებული მონოქრომული ფერები. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვა ფერები არუნდა გამოიყენოთ, მთავარია, შეარჩიოთ ერთმანეთისგან არც ისე რადიკალურად განსხვავებული სამი ფერი;

5. მომხიბლავი, მინიმალისტური ინტერიერის შექმნა ნიშნავს ავეის გააზრებულად გამოყენებას, რათა სივრცე იყოს დაბალანსებული. რაც არ უნდაირე ზომის იყოს ავეჯი, ნუ მიატყუპებთ ერთმანეთთან და დატოვეთ სივრცე.

READ  ლამაზი სამზარეულო ხის ზედაპირით

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://archi.ge

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები