საძინებელში ჩვენი ცხოვრების თითქმის ნახევარს ვატარებთ, ამიტომ აუცილებელია, რომ ის სწორად დაგეგმილი და მაქსიმალურად კომფორტული იყოს.
თქვენ გინდათ, რომ მაქსიმალურად გაზარდოთ ბუნებრივი განათება თქვენს საძინებელში დღის განმავლობაში, რათა ის უფრო დიდი და ნათელი იყოს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ღამით გინდათ, რომ ოთახი იყოს რაც შეიძლება ბნელი – ეს რთული ბალანსია.
ჟალუზები შესანიშნავი ვარიანტია, რადგან თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ რამდენი შუქი შემოდის ოთახში. თუმცა, თუ მაინც ფარდა გნებავთ, აირჩიეთ მსუბუქი და ნათელი დღის ფარდა და შეუხამეთ სქელ ღამის ფარდას, რომელიც სინათლეს მაქსიმალურად დაბლოკავს.
ფარდის სიგრძეზეც გასათვალისწინებელია, უფრო მდიდრული გარეგნობისთვის გირჩევთ ის რაც შეიძლება მაღლა დაკიდოთ და იატაკამდე დაუშვათ.
სტატია სრულად იხილეთ აქ.
❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫
მასალის გამოყენების პირობები