სამშაბათი, მარტი 18, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიშეიხედეთ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ რესტორნებში

შეიხედეთ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ რესტორნებში

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და ორიგინალურ რესტორნებს.

florian – ვენეცია

ევროპის უძველესი რესტორანი სტუმრებს სთავაზობს აირჩიონ, რომელ ქვეყანაში სურთ დროის გატარება. თითოეული დარბაზის ინტერიერი უნიკალურია და სხვადასხვა ქვეყანას უკავშირდება. ჩინეთის დარბაზში შესანიშნავი გობელენებია, თავისუფლების დარბაზში – სტოკების ჩამოსხმა და უძველესი სვეტები. ძვირადღირებული რესტორნის ერთ-ერთ შენობაში, კედლებზე ცნობილი ვენეციელების – მარკო პოლო, ანდრეა პალადიო და ტიტანის პორტრეტებია ჩამოკიდებული. ყველა პორტრეტი მხატვრის ჯულიო კარლინის მიერაა შექმნილი.

აქ ვიზიტორებს საუკეთესო ყავის დაგემოვნება შეუძლიათ, რომელიც ორიგინალური რეცეპტების მიხედვით მზადდება. მენიუში ამ შესანიშნავი სასმელის 33 ტიპია შეტანილი.

 

ithaa – მალდივები

 

სპეციალისტები და ექსპერტები აღიარებენ, რომ Ithaa ყველაზე ლამაზი რესტორანია მსოფლიოში. უნიკალური რესტორანი კონრად მალდივის კუნძულ Rangali Island Resort-ში, წყლის ქვეშ 5 მეტრის სიღრმეზე მდებარობს. ორიგინალური “წყალქვეშა ნავის” კედლები აკრილისგანაა დამზადებული, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ინდოეთის ოკეანეის მცხოვრებთა აქტიურ ცხოვრებას დააკვირდნენ.

 

Four Seasons – ნიუ-იორკი

დღეს ეს რესტორნის ყველაზე კონსერვატიული დიზაინია, რომელიც 1958 წლის შემდეგ არ შეცვლილა. Four Season რესტორანი ცათამბჯენში მდებარეობს. არქიტექტორებმა და დიზაინერებმა ახალ არქიტექტურულ სტილს ჩაუყარეს საფუძველი აშშ-ში.

იმ დროის კიდევ ერთი ინოვაციური იდეა რესტორნის ინტერიერის გაფორმებაში გამოვლინდა. ავტორები ცდილობდნენ ვიზიტორთა გასტრონომიული და ესთეტიკური საჭიროებები დაეკმაყოფილებინათ. ამის გამო, ცნობილი მხატვრების ნახატები დაწესებულების კედლებზე კიდია, ხოლო სივრცეს შესანიშნავი ქანდაკებები ამშვენებს.

 

Tori Tori – მექსიკა

 

რესტორნის ფართო დარბაზების ინტერიერი, იაპონური კულტურის მთელი ტრადიციებით, შესანიშავი დეკორაციებითაა გაფორმებული. რესტორნის ორიგინალური და კომფორტული ავეჯი რვა თვის განმავლობაში მზადდებოდა.

 

nautika – ხორვატია

ყველაზე მდიდრული რესტორანი დუბროვნიკში მდებარეობს. ეს ადგილი არა მხოლოდ შესანიშნავი სამზარეულოთი, არამედ შესანიშნავი ტერასებითაა განთქმული.

სტუმრებს შეუძლიათ ვახშმის დროს, ზღვის ულამაზესი ხედებით დატკბნენ. Nautikaს ტერასებიდან შუასაუკუნეების ციხესიმაგრეების ხედებიც იშლება.

 

German Gymnasium – ლონდონი

ბრწყინვალე რესტორანი ვიქტორიანულ სამსართულიან კორპუსში მდებარეობს, მეფეთა ჯვრის სადგურთან. ადრე, შენობა გერმანული გიმნაზია იყო. არქიტექტორები და დიზაინერები ისტორიულ ადგილს უჩვეულო და ორიგინალურ სტილში გარდაქმნიდნენ. რესტორნის მეორე სართულზე ბარია, ხოლო, პირველ სართულზე – კაფე. რესტორანი სტუმრებს გერმანულ  ტრადიციულ კერძებს სთავაზობს.

 

labassin Waterfall – ფილიპინები

ეს ალბათ, ყველაზე უჩვეულო რესტორანია მსოფლიოში. ერთადერთი, ღია ცის ქვეშ მდებარე დარბაზი, ლაბასინის კაშხლის ხელოვნურ ჩანჩქერთან მდებარეობს. სტუმრები ბამბუკის მაგიდებზე სხედან და ფეხები ჩანჩქერის წყალში აქვთ. ეს მშვენიერი ადგილი, ტროპიკული მცენარეებითა და ხეებითა გარშემორტყმული. ბუნებრივი სილამაზისა და ხელოვნური ჩანჩქერის კომბინაციამ რესტორანი დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ ადგილად აქცია.

 

LumiLinna – ფინეთი

რესტორანს არა მხოლოდ კედლები, არამედ ყინულისგან დამზადებული მაგიდები და სკამები აქვს. ვიზიტორების კომფორტისა და ჯანმრთელობისთვის, სკამები ირმის ბეწვითაა დაფარული. ყინულის ფიგურები საოცარ ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნიან.

წყარო – fortuna.ge
#shenisupra #gochadze #drpkhakadze #sheniinterieri #sheniambebi #foryo
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

მარტი 17, 2025
UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

17 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მარტი 17, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

მარტი 17, 2025
როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

მარტი 17, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

მარტი 17, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები