ორშაბათი, მარტი 17, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიSheni Tbilisiროგორი შენობა ითვლება ავარიულად

როგორი შენობა ითვლება ავარიულად

გამონაკლისის გარეშე, ავარიულია ყველა შენობა, რომელზეც არის რაიმე სახის დაშენება-მიშენება

შენობა, რომელზეც არის რაიმე სახის დაშენება-მიშენება, ყველანაირი გამონაკლისის გარეშე არის ავარიული, შენობები“ – ამის შესახებ  თბილისის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვინ და როგორ უნდა განსაზღვროს, მყარია თუ არა შენობა და სწორია თუ არა შეხედულება ძველი კორპუსების მდგრადობის შესახებ.

,,1992 წლიდან საქართველოში მშენებლობის კონსტრუქციული ნაწილის საანგარიშო ნორმები შეიცვალა და გახდა 8 ბალი. საუბარია, თბილისზე. 1992 წლამდე იყო 7 ბალი. მას შემდეგ იყო რამდენიმე სიძლიერის მიწისძვრა და მაშინ მხოლოდ ე.წ. უკანონო მიშენებები დაზიანდა. ნგრევა კი ძველ ისტორიულ ზონებში დაფიქსირდა,“ – განაცხადა როსტომაშვილმა.

მისი თქმით, შენობები, რომელზეც ნებისმიერი სახის დაშენება ან მიშენებაა, ყველანაირი გამონაკლისის გარეშე არის ავარიული შენობები.

როგორო შემობები ითვლება მყარად?

შენობა, რომელიც პროექტის შესაბამისად არის აშენებული, რომელსაც ზედამხედველობის სამსახური გრაფიკის მიხედვით აკონტროლებს და იბარებს, ის შენობა არის მყარი.

ამის კარგი მაგალითია მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ძველი კორპუსები, ხოლო სწორად აშენებულ ახალ კორპუსებს მიწისძვრის დროს პრობლემა არ აქვთ,“ – აღნიშნავს ის.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები