უბნები თბილისში, სადაც ჰაერი ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდია
ჰაერი და მისი დაბინძულების დონეები -ამ საკითხებზე გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, წლების მანძილზე ყველაზე მაღალი კონცენტრაციები რუსთაველის გამზირზე ფიქსირდება. ასევე წერეთლის, მელიქიშვილის, პეკინის გამზირებზე.
,,სხვათაშორის, ქეთევან წამებულის გამზირზე რეაბილიტაციის შემდეგ აზოტის ჟანგეულების კლება ფიქსირდება“ – აცხადებს ნოე მეგრელიშვილი.
მისი თქმით, ყველაზე კარგი ხარისხის ჰაერი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, რეკრეაციულ ზონებშია და ესენია კუს ტბა, ბოტანიკური ბაღი, ლისის ტბა.
მეგრელიშვილი ავცხადებს, რომ გარეუბნებში ეს პრობლემა მიზერულია.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები