11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია ჩამოდის. აღნიშნული ვიზიტი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს შორის დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით იმართება.
თბილისს ეწვევა გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები. მათ შორისაა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი მიხაელ როთი, რომელიც კომენტარს აკეთებს მიმდინარე ვიზიტის მნიშვნელობაზე. „საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ ერთგული ვართ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსი ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებული ვართ მიმდინარე მოვლენებით,“ – განაცხადა მიხაელ როთმა .
ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის მიმართულებით. EU-ს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მათი ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებასა და მჭიდრო დიპლომატიურ კავშირებს.
მასალის გამოყენების პირობები