ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგართობა/დასვენებაკასტელო-მყუდრო, კომფოტული ინტერიერი

კასტელო-მყუდრო, კომფოტული ინტერიერი

“ჩემი სახლი, ჩემი სასახლეა” – ეს ძველი ინგლისური გამონათქვამი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მაინც, რა გვჭირდება იმისათვის, რომ საცხოვრებელში თავი შინ ვიგრძნოთ? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მყუდრო, კომფორტული ინტერიერის მოწყობაა. როგორც სფეროს სპეციალისტები ამბობენ, ეს არ არის მხოლოდ ავეჯი. ესაა ტემპერამენტი, რაც ინტერიერის თითოეული კომპონენტის გემოვნებიანი შერწყმით მიიღება და თავს შინ გაგრძნობინებთ – სახლში, სადაც დროის შეგრძნება ქრება და ყველა ბედნიერია.

2019 წლის დასაწყისში, “კასტელოს” გუნდმა გამოცდილი დიზაინერები შემოიკრიბა და სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით გადაწყვიტა ავეჯის სახლის შექმნა. ლოფტის სტილის შოურუმი ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელმა შეძლოს ავეჯის საკუთარ ინტერიერში წარმოდგენა. მულტიბრენდული მაღაზია მსოფლიო ბრენდებს წარმოადგენს საქართველოში. “კასტელო” იტალიურად სასახლეს ნიშნავს. კომპანიის მთავარი გზავნილიც ესაა – აგრძნობინოს მომხმარებელს, რომ სახლი მართლაც შეიძლება იყოს სასახლე:

“როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერი ადამიანისთვის სახლი წარმოადგენს მის სასახლეს, შესაბამისად, ბიზნესის სახელწოდების შერჩევის დროს  ვიხელმძღვანელეთ ზუსტად ამ პოსტულატით. Castello, თავის მხრივ, იტალიურიდან ქართულად ითარგმნება, როგორც “სასახლე”. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპისთვის, ძირითადად ვთანამშრომლობთ მხოლოდ იტალიელ მწარმოებლებთან, სახელწოდებაც შევურჩიეთ იტალიური,” – ამბობენ “კასტელოს” წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ „კასტელო“ არის უნიკალური კონცეფციის მქონე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმი, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლიო ავეჯის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების საუკეთესო კოლექციები (ReflexAngelo, Twils, AlfdaFre-Valdesign, Pregno, Bruno Zampa, London Art, Porada, Longhi, Veneran და სხვა). ჩვენს უპირატესობას წარმოადგენს, როგორც დიდი-მრავალფეროვანი არჩევანი, ისე მოქნილი და სეგმენტირებული ფასები, რომლებიც ორიენტირებულია ნებისმიერი მომხმარებლის მოლოდინზე. მაგალითად, მაღალი ხარისხის საწოლის ფასი ჩვენთან იწყება 2200 ლარიდან და ადის 16500 ლარამდე. იგივე შეიძლება ითქვას დიზაინერულ ხის, შუშისა და მარმარილოს მაგიდებზე, რომელთა ღირებულებაც მერყეობს 2500-დან 35000 ლარამდე და, რაც მთავარია, ინდივიდუალური მომხმარებლის პერსონალურ სურვილებზე დამყარებული შეკვეთის გაფორმების შესაძლებლობა. აქ ყურადღება ექცევა ყოველ ცალკეულ დეტალს, ადაპტირებულს სასურველ ინტერიერზე, დაწყებული ნაჭრისა და ქსოვილის, ტყავისა თუ მისი შემცვლელის ფაქტურით, დამთავრებული კონკრეტული მოდელის კონფიგურაციითა და ზომებით, მარმარილოს კატეგორიითა და მეტალის ელემენტებით.

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო https://www.marketer.ge/castello-avejis-sakhli/

 

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები