თბილისში, საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, 18 ნოემბერს, გამთენიისას, 03:30 საათზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. ამის შესახებ კომპანიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ უცვლელად გამოაქვეყნა.
კომპანიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა მისი ტექნიკური და საავარიო ჯგუფების მობილიზება. წყლის ნაკადის შესაჩერებლად ოპერატიულად დაიკეტა დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.
აბონენტები ალტერნატიულ ქსელზე გადაერთო
განცხადების თანახმად, მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეფერხების თავიდან ასაცილებლად კომპანიამ უზრუნველყო ავარიის არეალში მდებარე აბონენტების ალტერნატიულ ქსელზე გადართვა.
ამ ეტაპზე ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს აღდგენითი ტექნიკური სამუშაოები, რათა დაზიანება უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას. პარალელურად კომპანიის შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან დაზიანების შედეგად მიყენებულ ზიანს. კომპანია აცხადებს, რომ მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი
#drpkhakadze #sheniekimi

