ეს ისტორია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიაა:
სასახლე 1895 წელს არის აგებული არქიტექტორ პაულ ფონ შტერნის პროექტით, რომელიც მოგვიანებით პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა საყვარელ ქართველ ქალს- აგრაფინა ჯაფარიძეს საჩუქრად მიუძღვნა.
სასახლეს აქვს 70 ოთახი, 60 ფანჯარა, 40-ზე მეტი კარი, 3000-ზე მეტი კიბის საფეხური.
ოლდენბურგმა, რომელიც რუსეთის იმპერატორის ნათესავი იყო, აგრაფინა ქუთაისში გაიცნო, სადაც ის მონაწილეობას იღებდა მიხაი ზიჩის მიერ” ვეფხისტყაოსნის ” ილუსტრირებისთვის დადგმულ ცოცხალ სცენებში. პრინცს იმდენად მოეწონა ქალი, რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანის სანაცვლოდ, ტარიელ დადიანი ცოლთან გაყრაზე დაიყოლია. მაშინ ამის მიზეზად დადიანის მიერ ნარდში თუ ბანქოში წაგებული დიდი თანხა სახელდებოდა. მაშინ ამბობდნენ, ამ თანხის გასასტუმრებლად დადიანმა ოლდენბურგისგან მილიონი თუმანი აიღოო.ასეთი ლექსიც კი დაწერილა: ” აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო”.
გაეყარა თუ არა დადიანი, პრინცს მაშინვე შეურთავს იგი და უსაზღვრო სიყვარულის სანაცვლოდ საქართველოში მისთვის ოთხი სასახლე აუშენებია, ერთი გაგრაში ” გაგრიფში”, თითო ქუთაისსა და ბორჯომში, ერთიც თბილისში.
მათ ექვსი შვილი ჰყავდათ და საქართველოდან გამგზავრებამდე გაგრაში ცხოვრობდნენ.
პრინც კონსტანტინე ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძის უფროსი ქალიშვილი ცოლად გაჰყვა რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე II-ისა და ეკეტერინა დოლგორუკოვას ვაჟს. მათი შვილიშვილი, ჰანს-გიორგი ალექსანდრეს ძე, რომელიც ამჟამად შვეიცრიაში ცხოვრობს, დაიბადა 1961 წლის 8 დეკემბერს. მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, ის რუსეთის ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტია.
დღეს ოლდენბურგის სასახლეში ხელოვნების სასახლეა.
#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
წყარო:https
მასალის გამოყენების პირობები