12:01 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა საქართველოში · თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება — ახალი მეგაპროექტი · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები ·
თბილისში ნარკოდანაშაულისგან თავისა და ოჯახის დაცვა მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა, განსაკუთრებით შსს-ს უახლესი ოპერაციების შემდეგ. იხილეთ პრაქტიკული რჩევები და ღონისძიებები, რომლებიც დაგეხმარებათ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

20 წლამდე ან უვადო პატიმრობა — შსს-მ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში განხორციელებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა. დაკავებულები ბრალდებულნი არიან დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის, ისრაელისა და ეგვიპტის მოქალაქეები. კონკრეტულად კი, დაკავებულები არიან: ა.თ. (1971), ი.შ. (1999), დ.მ. (1978), ა.ზ. (2001), ო.მ. (1998), ა.ნ. (1993) და გ.ა. (1992).

სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით „კოკაინი“, „სუბოტექსი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „კოდეინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა“. გარდა ამისა, ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისათვის საჭირო მასალები: ელექტრონული სასწორები, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 261-ე და 273-ე პრიმა მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *