ორშაბათი, თებერვალი 17, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა

24 მარტს ქალ მეწარმეთა 2024 წლის ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა

მედიაჰოლდინგი 《შენი》დგას ქართული წარმოების გვერდით.

 24 მარტს, სასტუმრო ბილტმორ თბილისში  მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიება „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ორგანიზებით ჩატარდა.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა! სიმპოზიუმი გახსნა „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თეა ადუაშვილმა, რომელსაც მედიაჰოლდინგი 《შენი》 ესაუბრა:

 “4 წელია, რაც ჩვენი ასოციაცია დაფუძნდა და ყოველ წელს მარტის თვეში 100 ქართველი ქალის მხარდასაჭერად ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტებს. დღესაც, ჩვენი თანაორგანიზატორია “საქართველოს იურისტები დამოუკიდებელი პროფესიისთვის” და მათთან ერთად ვაკეთებთ ამ ღონისძიებას მეწარმე ქალების მხარდასაჭერად.

 100 მეწარმე ქალზე გვქონდა გათვლილი, რომლებსაც კონსულტაციებს ვუტარებდით სრულიად უსასყიდლოდ. წელს მათი რაოდენობა უკვე 140-მდე გაიზარდა.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ქალის გაძლიერება და ჩვენი ასოციაციით ყოველთვის ვუჭერთ მხარს ქალების ეკონომიკურად გაძლიერებას.
დიდი მადლობა!”

მედიაჰოლდინგი 《შენი》სიმპოზიუმის კიდევ ერთ ორგანოზატორს, ადვოკატ, პროფესორ, “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” გამგეობის თავმჯდომარე ნინო ლიპარტიასაც ესაუბრა:

“ეს პროექტი წამოვიწყეთ სწორედ იმიტომ, რომ დავინახეთ საჭიროება, რომელიც მეწარმეებსა და განსაკუთრებით ქალ მეწარმეებს სჭირდებათ. ეს ეხება, როგორც სამართლებრივ, ასევე საგადასახადო და აუდიტორულ მხარდაჭერას.

  სამწუხაროდ, ჩვენს მეწარმე სუბიექტებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა, რომ სამართლებრივი გუნდი ჰყავდეთ. შესაბამისად, მათ თავად უწევთ ამ რისკებთან გამკლავება და მთელი რიგი სამართლებრივი მხარდაჭერის თუ არასამართლებრივი მოქმედების განხორციელება.

  ჩვენი მისიაა, მცირე ცოდნა მივცეთ მეწარმე ქალებს, სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ, მათ შორის, დღეს განხილული იქნება ერთ-ერთი ძირითადი საკვანძო საკითხი, ჩემი აზრით, რომელიც საინტერესოა მეწარმე ქალებისათვის – ეს არის შრომითი უფლებები, რაც გვეხება თითოეულ ჩვენგანს, როგორც მეწარმეს, ასევე დამსაქმებელს და ფიზიკურ პირს, დასაქმებულსაც.

ეს შეხვედრა ასევე მოიცავს საგადასახადო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. მოგეხსენებათ, საგადასახადო კოდექსში 2024 წლის პირველი იანვრიდან ახალი ცვლილებები შევიდა და ამასთან დაკავშირებით აუდიტორმა, ქალბატონმა ეკატერინე რუხაძემ ისაუბრა. 

ჩემი სრული მხარდაჭერა ქალბატონებს, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული. ყოველთვის, ალბათ, სუბიექტური ვარ მათ მიმართ და ყოველთვის ვამბობ, რომ ასეთ შემთხვევაში არ მომეთხოვება ობიექტურობა. მათ მოვუწოდებ, რომ აუცილებლად დასახულ მიზანს მიჰყვნენ, მძიმე შრომას ყოველთვის შედეგი მოსდევს.

რაც შეეხება ჩვენს ორგანიზაციას, მხარს უჭერს მსგავსი პროექტების განხორციელებას და ნებისმიერი სამართლებრივი სირთულის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ დახმარებისათვის.”

ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო მსოფლიო პოზიტიური და ტრანსკულტურული აკადემიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ქალთა კლუბის დამფუძნებელი, წარმატების მიღწევის ფსიქოლოგიის ლექტორი, ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი, ლალი ბადრიძე:

“დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, რაც ქალებს ყველაზე მეტად გვიჭირს, ეს არის-დასაქმება. აქ, ფაქტობრივად, თვითდასაქმებული ქალები არიან წარმოდგენილკ და როცა მათ ნამუშევრებს ვათვალიერებ… ყველა როგორ იღიმის, ეს იმიტომ, რომ  რეალიზებული არიან.

  ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი თავი ვიპოვოთ. ნამდვილად რთულია, ბევრი ძებნა უნდა, მაგრამ ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობს.”

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
სად იპოვნით საუკეთესო კრუასანებს პარიზში

სად იპოვნით საუკეთესო კრუასანებს პარიზში

16 February, 2025
ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში –  9 კლინიკამ “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი მიიღო

ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში – 9 კლინიკამ “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი მიიღო

თებერვალი 15, 2025
“თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა! ვიცი, რომ მოსასმენად რთული ამბავია…” – რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალში პარაზიტი აღმოაჩნდა

“თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა! ვიცი, რომ მოსასმენად რთული ამბავია…” – რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალში პარაზიტი აღმოაჩნდა

14 თებერვალი 2025
მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

მარტივი დეკორის იდეები ზამთრის ინტერიერის შესაქმნელად

თებერვალი 16, 2025
სასწაული ციხისჯვრის მონასტერში – რა კადრები დააფიქსირა თვითმხილველმა

სასწაული ციხისჯვრის მონასტერში – რა კადრები დააფიქსირა თვითმხილველმა

თებერვალი 14, 2025
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

14 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

თებერვალი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? – იდეები

რისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? – იდეები

თებერვალი 16, 2025
ჯენიფერ ლოპესი – მრავალმხრივი ტალანტის გზაჯვარედინზე

ჯენიფერ ლოპესი – მრავალმხრივი ტალანტის გზაჯვარედინზე

თებერვალი 16, 2025
ფინანსური თავისუფლება – მოპოვების 8 ეტაპი ემიგრანტებითვის

ფინანსური თავისუფლება – მოპოვების 8 ეტაპი ემიგრანტებითვის

16 თებერვალი 2025
რეცეპტს დაქვემდებარებული წამლების ურეცეპტოდ გაცემისთვის 2 მილიონამდე ლარის ჯარიმა გამოიწერა — აუდიტის ანგარიში

რეცეპტს დაქვემდებარებული წამლების ურეცეპტოდ გაცემისთვის 2 მილიონამდე ლარის ჯარიმა გამოიწერა — აუდიტის ანგარიში

თებერვალი 16, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები