ოთხშაბათი, სექტემბერი 11, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგართობა/დასვენება5 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერის დიზაინში

5 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერის დიზაინში

პოპულარული ონალინ პლატფორმა – დეკორატორის მიხედვით, ინტერიერის დიზაინში 5 ტიპის სტილს გამოყოფენ: ტრადიციული, თანამედროვე, გარდამავალი, ეკლექტიკური და შუა საუკუნეების თანამედროვე.

ინტერიერის 5 დიზაინერთან საუბრის შედეგად,თითოეულ სტილზე გარკვეული ინფორმაცია მოვიპოვეთ. ამ დარგის ექსპერტები განიხილავენ თითოეულ მათგანს და გვაძლევენ რჩევებს, თუ როგორ გადმოვიტანოთ ინტერიერის კონკრეტული ხასიათი ჩვენს სახლში.

 

ტრადიციული სტილი

ცნობილი დიზაინერი შარლოტა ლუკასი გვესაუბრება ტრადიციული სტილის შესახებ: ,,ვფიქრობ, რომ ტრადიციულ სტილის მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს, ჩემთვის კი ეს არის დიზაინი კლასიკური ელემენტებით.”

თუ ტრადიციული ინტერიერით ხართ დაინტერესებული, სავარაუდოდ, თქვენს ყურადღებას მიიპყრობს ისეთი ანტიკური ნივთები, როგორიცაა ლუი XVI-ის სკამები, მარმარილოს საუკეთესო ფრანგული კომოდები, მაჰოგანის სასადილო მაგიდები და მოოქროვილი სარკეები. ლუკასი გირჩევთ, არ გამოგრჩეთ თუნდაც ისეთი მცირე დეტალები, როგორიცაა ორნამენტული ნაწილები, ფოჩები და ფარდის დასამაგრებლები. სახალისო, დაბეჭდილი, თურქული ხალიჩები სითბოსა და გარკვეულ ხასიათს მისცემს თქვენს სხვა შემთხვევაში თავდაჭერილ და მკაცრი ხასიათის ოთახს.

 

თანამედროვე სტილი

მოდერნიზმი, როგორც წესი, გულისხმობს სუფთა ხაზებს, კარგად მოფიქრებულ დეტალებს და აქცენტს აკეთებს დახვეწილი, კარგი ხარისხის მასალებზე – მხედველობაში მიიღეთ: სახიანი მარმარილო, დახვეწილი ლითონები და მინა“, – ამბობს დენ მაზარინი, BHDM Design-ის დირექტორი. ეს ნამუშევრები, სავარაუდოდ, ისეთივე ლამაზი და რელევანტურია დღეს, როგორც ეს თავდაპირველად, მისი შექმნის დროს იყო.

 

არსანიშნავია, რომ წარმატება უამრავ კლასიკას ხვდა წილად. Knoll- დაწყებული ბარსელონას ყავის მაგიდით დამთავრებული. თუმცა, უახლეს ინვენტარის გამოყენებას სრულიად ნუ მოერიდებით.

 

გარდამავალი სტილი

გარდამავალი დიზაინი წაროადგენს თანამედროვესა და ტრადიციულის ნაზავ. აღნიშნული სტილის მიზანია მეტი სივრცის შექმნა. „გარემო მხოლოდ კომფორტის შეგრძნებას კი არ უნდა ტოვებდეს,არამედ სისუფთავის, თანამედროვეობის და სიახლის განცდასაც“, – ამბობს შეი მეკგი, Studio McGee-ს დამფუძნებელი.

ბევრი არ იფიქროთ ელემენტების ერთმანეთთან შესაბამისობაზე. თუ ქვენი სახლი მინიმალისტურია, დაამშვენეთ იგი ხის მასალებით, ქსოვილებით და დასაფენებით. თუ ტრადიციული სტილით გადაწყვიტეთ დაწყება, შეეცადეთ ჩართოთ თანამედროვე შტრიხები, როგორიცაა ლითონი და მინა, რათა გარემოს შემატოთ გარკვეული კონტრასტი და გახადოთ იგი ნაკლებად ფორმალური.

 

ეკლექტიკური სტილი

„აქ ნებისმიერი რამ დასაშვებია, თუ შენთვის ყველაფერ რაღაც მნიშვნელობა ატარებს“, –ამბობს მაქს ჰამფრი, ინტერიერის დიზაინერი.

ეკლექტიკური ხასიათის სახლები ძალიან პირადულ შინაარს ატარებენ; ესთეტიკის განსაზღვრა სახლის მფლობელზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ასეთი სტილის ინტერიერზე ნაკლები წესები ვრცელდება, ჰმფრი, მეტი სრულყოფილებისთვის, მაინც გვიზიარებს რამდენიმე რჩევა: „ეს არის დიდი ოთახი, დროთა განმავლობაში შეგროვებული, სხავდასხვა ტიპის ნივთების ნაზავით სავსე, იქნება ეს მაღალი თუდაბალი დონის, ახალი თუ ვინტაჟური“.

არ არის საჭირო ყველაფერი ერთმანეთს იდეალურად შეესაბამებოდეს. იყავით მეტად კრეატიულები! ჰამფრი გვთავაზობს სხვადასხვა ელემენტების გამოყენებას, განსხვავებული ელფერის შესაქმნელად. მაგალითად, ჩინური ყავის მაგიდა, დახვეწილი, შუა საუკუნეების თანამედროვე სავარძელი და ბებიას დანატოვარი ვინტაჟური ნათურები. მიეცით გზა თქვენს ფანტაზიებს და იგი უშუალოდ მიგიყვანთ უნიკალური და პერსონალური სტილის კომბინაციამდე.

 

შუა საუკუნის თანამედროვე სტილი

შუა საუკუნის თანამედროვე სტილი უფრო ადრინდელი პერიოდიდან მოდის, მაგალითადროგორიცაა გერმანიის ბაუჰაუსის მოძრაობა და მინიმალისტური სკანდინავიური დიზაინი. “იმდროინდელ ავეჯში გამოიხატება ის სილაღე, რომლის უარყოფაც რთულია“, – ამბობს ჯესიკა ჰანსენი, ინტერიერის დიზაინერი.

ამ ესთეტიკამ გაუძლო დროს, სადაც ფიგურირებს სიმარტივე და გამჭრიახობა. მის ზოგიერთ, ყველაზე საინტერესო ნამუშევრებში, იკვეთება კლასიკურსა და არატრადიციულს შორის ზღვარი; კერძოდ,პლასტმასის, ბოჭკოვანი მინის, ვინილის, ლუციტისა და ფანერის დეტალებით. დაათვალიერეთ ისეთგენიალურ ქმნილებებ, როგორიცაა Poul Henningsen PH5-ის დასაკიდი ნათურა, Isamu Noguchi Akari-ისდასადგამი ნათურა და ყოველთვის პოპულარული Eames-ის სავარძელი.

 

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://www.domino.com/content/interior-design-styles/

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ალბანეთში მოგზაურობის საუკეთესო 2-კვირიანი გეგმა

ალბანეთში მოგზაურობის საუკეთესო 2-კვირიანი გეგმა

10 September, 2024
Hospital Accreditation in Georgia – A Milestone for Quality Healthcare Services

Hospital Accreditation in Georgia – A Milestone for Quality Healthcare Services

სექტემბერი 11, 2024
„დედა ვიპოვეთ…“ – როგორ დასრულდა 8 წლიანი მოლოდინი, თამუნა მუსერიძის პირველი ემოციები მას შემდეგ, რაც ბიოლოგიური დედა იპოვა

„დედა ვიპოვეთ…“ – როგორ დასრულდა 8 წლიანი მოლოდინი, თამუნა მუსერიძის პირველი ემოციები მას შემდეგ, რაც ბიოლოგიური დედა იპოვა

11 სექტემბერი 2024
„ულამაზესი და უნაზესი ხარ“ – ორსული ელენე ეპიტაშვილი საოცრად გამოიყურება

„ულამაზესი და უნაზესი ხარ“ – ორსული ელენე ეპიტაშვილი საოცრად გამოიყურება

11 სექტემბერი 2024
მიშა ძალიან პოზიტიურია იუმორით აღსავსე, თბილი, ყურადღებიანი“ – რატომ უყვართ უფრო მეტად მიშა მესხი მარტვილში, რას ჰყვება სოფო ბედია მეუღლეზე

მიშა ძალიან პოზიტიურია იუმორით აღსავსე, თბილი, ყურადღებიანი“ – რატომ უყვართ უფრო მეტად მიშა მესხი მარტვილში, რას ჰყვება სოფო ბედია მეუღლეზე

11 სექტემბერი 2024
სკანდინავიური მინიმალიზმი ინტერიერში

სკანდინავიური მინიმალიზმი ინტერიერში

სექტემბერი 11, 2024
ჭურჭლის სარეცხი მანქანა – შეუცვლელი დამხმარე თუ უსარგებლო ნივთი

ჭურჭლის სარეცხი მანქანა – შეუცვლელი დამხმარე თუ უსარგებლო ნივთი

სექტემბერი 11, 2024
გაზქურა თუ ელექტროქურა – რის მიხედვით უნდა გავაკეთოთ არჩევანი

გაზქურა თუ ელექტროქურა – რის მიხედვით უნდა გავაკეთოთ არჩევანი

სექტემბერი 11, 2024
ვიდეო გაკვეთილი – ვარდის დაკალმება …

ვიდეო გაკვეთილი – ვარდის დაკალმება …

სექტემბერი 11, 2024
იცოდით, რატომ დახვრიტა სტალინმა თავისი სომეხი მდივანი? – ბურუსით მოცული ამბავი, რომლის შესახებაც ბევრს არ სმენია

იცოდით, რატომ დახვრიტა სტალინმა თავისი სომეხი მდივანი? – ბურუსით მოცული ამბავი, რომლის შესახებაც ბევრს არ სმენია

11 სექტემბერი 2024
რატომ წითელი და თეთრი? ეს მარადიული კითხვა დღემდე ბევრს აწუხებს – ახალი და ძველი, თბილისში ტელეანძა

რატომ წითელი და თეთრი? ეს მარადიული კითხვა დღემდე ბევრს აწუხებს – ახალი და ძველი, თბილისში ტელეანძა

სექტემბერი 11, 2024
საქართველოში გერმანელი ღვინის  პროფესიონალები იმყოფებოდნენ

საქართველოში გერმანელი ღვინის  პროფესიონალები იმყოფებოდნენ

სექტემბერი 11, 2024
ირინა შეიკი ნიუ იორკის მოდის კვირეულზე

ირინა შეიკი ნიუ იორკის მოდის კვირეულზე

სექტემბერი 11, 2024
როგორ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა უცხოურ პროექტებში – გზამკვლევი თქვენთვის

როგორ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა უცხოურ პროექტებში – გზამკვლევი თქვენთვის

11 სექტემბერი 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები