შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„რას ქვია ტრადიციული მეთოდი?! აგიხსნით – ტრადიციული მეთოდით ჩინეთში 3 000 წლის...

„რას ქვია ტრადიციული მეთოდი?! აგიხსნით – ტრადიციული მეთოდით ჩინეთში 3 000 წლის უკან აკეთებდნენ…

11/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„არასახარბიელო ინფორმაცია:

– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, – ინდური შტამი არის საშიში. ეს საგანგაშო სიგნალია. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ინდური ვირუსი უკვე არის ევროპაში, ამერიკაში, აფრიკაში, თურქეთში.

მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. ჩვენს ისტორიულ რეალობას გავიხსენებ ,- ძველად საქართველოში მთის წვერებზე მრავლად გვქონდა ხოლმე საგუშაგო კოშკები, საიდანაც მეციხოვნე-გუშაგები გარემოს ზვერავდნენ და მამულს იცავდნენ. როცა მტერი გამოჩნდებოდა, ეს მეციხოვნე-გუშაგები კოშკის წვერზე ცეცხლს ანთებდნენ და ქვეყანას ელვისუსწრაფესად აგებინებდნენ მტრის შემოსევის შესახებ. ჩათვალეთ, – მე ვარ დღეს ეს მეციხოვნე-გუშაგი, რომელიც მოახლოებულ საფრთხეზე გაფრთხილებთ. ამისთვის ბევრ ლანძღვას ვიღებ, მაგრამ ავიტან.


უნიათოები რომ მართავენ ამ ქვეყანას, ამიტომ გვაქვს ბევრი პრობლემა ვაქცინაციაში. მეკითხებით, რა გავაკეთოთო?! – გამოიყენეთ ფხაკაძის პირბადე, აუცილებლად, ყოველთვის! ხელების დაბანა საპნით ან დამუშავება სპირტით! დაიცავით დისტანცია და მაქსიმალურად აერიდეთ ხალხთან კონტაქტს! რაც შეეხება ვაქცინაციას, ვაქცინა აუცილებელია. მე პირდაპირ გეუბნებით, მე პირადად ვიკეთებ ფაიზერს. თუ თქვენ აპირებთ აცრის გაკეთებას, გთხოვთ, ვაქცინაციამდე და შემდეგ ერთი კვირა ალკოჰოლი არ მიიღოთ.


იმ „ექსპერტებს“, რომლებიც ჩინური ვაქცინის პროპაგანდას ეწევიან, მივმართავ, წარმოადგინონ რაიმე სოლიდური კვლევა. ცნობისათვის, სეიშელის კუნძულები დაიკეტა, სადაც უმრავლესობა სწორედ ჩინური ვაქცინით იყო აცრილი;

ჩინური ვაქცინის აპოლოგეტები რომ აცხადებენ, ჩინური ვაქცინა კარგია, იმიტომ, რომ ტრადიციული მეთოდითაა დამზადებულიო. სირცხვილია ასე ლაპარაკი. რას ქვია ტრადიციული მეთოდი?! აგიხსნით – ტრადიციული მეთოდით ჩინეთში 3 000 წლის უკან აკეთებდნენ ყვავილის წინააღმდეგ „აცრას“ შემდეგნაირად – ავადმყოფის კანიდან იღებდნენ ნაწილაკებს და სხვა ადამიანის კანში შეჰყავდათ სპეციალური მილით. ზოგი კვდებოდა, ზოგი არა. ეს არის ტრადიციული მეთოდი.

მესმის, ზოგიერთები პოლიტიკურად ანგაჟირებულები ხართ, ზოგიერთებს პოპულარობა გჭირდებათ, მაგრამ პასუხისმგებლობა სად არის?! ნუ იქცევით ასე. დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები