შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„მხოლოდ პოლიციური მეთოდებით იციან ჯანდაცვის სისტემის მართვა“ – პასუხისმგებლობა 14 ექიმს დააკისრეს

„მხოლოდ პოლიციური მეთოდებით იციან ჯანდაცვის სისტემის მართვა“ – პასუხისმგებლობა 14 ექიმს დააკისრეს

14/04/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ამათ იციან მხოლოდ პოლიციური მეთოდებით ჯანდაცვის სისტემის მართვა
ამით უფრო აზიანებენ ჯანდაცვის სისტემას, მაგრამ სად არის სისტემა?
ჯანდაცვაში უნდა დაადგინო მიზეზი, შეისწავლო ყველა თანმხლები მიზეზები, მერე უნდა აღიარო შეცდომა და ღიად ისაუბრო ამ შეცდომებზე, მერე უნდა ისწავლო ამ შეცდომებზე და დაალაგო სისტემა ისე, რომ ეს შეცდომა შემცირდეს, ანდა საერთოდ გაქრეს…


არსებული სისტემა კი დასჯის გარდა არაფერს სთავაზობს, კომუნიზმი, ბნელეთი, რა
შედეგად, ჯანდაცვის ხარისხი ქვეყანაში არ არსებობს. ეს არის ფარსი!
ერთი წელია, ვთავაზობ კონკრეტულ გეგმას, რომ დავნერგოთ დამოუკიდებელი აკრედიტაცია საქართველოში და ჯიუტად ეწინააღმდეგებიან

ჯანმრთელობას გისურვებთ…“


ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

„ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 7 საკითხი განიხილეს და 19 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.


საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 7 ექიმს, მათ შორის 4 ექიმს 6 თვით, 3 ექიმს კი 1 თვის ვადით. ამასთანავე ექიმებს დაევალათ პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. პროფესიული განვითარების საბჭომ 7 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მისცა. საბჭომ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო.


პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები