შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგივირუსის ორჯერ გადატანის ფაქტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა

ვირუსის ორჯერ გადატანის ფაქტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა

09.06.2020 Rustavi2



სამედიცინო საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის თქმით, კორონავირუსის მეორედ გადატანის ფაქტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, რაც საკმაოდ სასიხარულო ფაქტია.

“სასიხარულო ამბავია, რომ ვინც ვირუსი გადაიტანა იმას მეორეჯერ არ შეხვედრია. ჩვენ არ ვიცით ვირუსის შესახებ დეტალები, თუმცა ფრთხილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორედ დაინფიცირება არ მოხდება,”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “დღის კურიერის” ეთერში.

როგორც გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებები არა მწვავე, არამედ რეალურია.

“ჯანმო ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებას კვლევის შედეგად. თავიდან წინააღმდეგი იყო პირბადეების გამოყენების და მოუწოდებდა ჯანმრთელ ადამიანებს, რომ არ გამოეყენებინათ პირბადე, რადგან პირბადის არასწორად გამოყენება უფრო დიდი რისკია.

თუმცა, ჯანმომ შემდეგ კვლევების შედეგად დაადგინა, რომ თუ სწორად გამოვიყენებთ პირბადეებს რისკებს ძალიან ამცირებს,”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/167000

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები