შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი"რემდესივირის" მიღების შედეგად გამოჯანმრთელების დრო ორი-სამი დღით მცირდება, ეს არ არის პრეპარატი...

“რემდესივირის” მიღების შედეგად გამოჯანმრთელების დრო ორი-სამი დღით მცირდება, ეს არ არის პრეპარატი…

05.05.2020 Rustavi2



“რემდესივირის” მიღების შედეგად გამოჯანმრთელების დრო ორი-სამი დღით მცირდება, ეს არ არის პრეპარატი, რომელიც გადაგვარჩენს – პროფესიორი გიორგი ფხაკაძე


გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში და პროფესიორი გიორგი ფხაკაძის განცხადებით, პრეპარატი “რემდესივირი” კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტებისთვის გამოიყენება და ის, რამდენიმე დღით ამცირებს მათი რეანიმაციაში დაყოვნების დროს. ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ “დღის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა.


“რემდესივირის” უკან დგას დიდი ფარმაკომპანია, რომელსაც ჰქვია გილიადი. რემდისევირი არის წამალი, რომელიც კომპანიამ ებოლის დროს შეისწავლა, თუმცა სამწუხაროდ, არ იმუშავა და თაროზე იყო შემოდებული. როდესაც თაროდან გადმოიღეს და თქვეს, რომ შესაძლოა, კოვიდისთვის იყოს ეფექტური, კომპანიის აქციები 30 პროცენტით აიწია.


ბევრმა საავადმყოფოებმა თვითნებურად დაიწყეს კლინიკური კვლევების ჩატარება, ეს კი არის არასწორი. როცა ვლაპარაკებთ მედიკამენტზე და ვაქცინაზე, მთავარია, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი პაციენტები.


ამერიკაში გარდაიცვალა ბევრი ადამიანი. ვინაიდან ეს წამალი, რაღაც იმედის მომცემია, გადაწყვიტეს, რომ დროებით მისცენ შანსი. ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს საშუალება დიდი კლინიკური კვლევების ჩატარების, ეს პროცესი ჩვენ გვეხმარება 80 პროცენტით დავწიოთ დრო.


რემდესივირი ძირითადად, მუშაობს მძიმე პაციენტებზე და კვლევები, რომელიც ამჟამად არის ხელმისაწვდომი გვეუბნება, რომ თუ, არის მძიმე პაციენტი და რეანიმაციაში დაყოვნების საშუალო დღე არის 15, მაშინ რემდისევირის მიღების შედეგად ეს 15 დღე მცირდება 11-მდე. ეს არის და ეს. ეს არის ორი-სამი დღის მოგება რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს არ არის ის სიახლე, რომელიც მართლა გადაგვარჩენს და უშველის კოვიდს,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, ვაქცინის შექმნას და მის დატესტვას, რამდენიმე თვე სჭირდება და 100-ზე მეტ ვაქცინაზე კვლევები უკვე მიმდინარეობს.


“ნებისმიერი ვაქცინის მომზადებას 12-18 თვე სჭირდება. ერთადერთი საშუალება, რომ პროცესი უფრო დაჩქარდეს არის სამხედრო ლაბორატორიების დახმარება. ყველაზე დიდი სირთულე ვაქცინებში არის არა თვითონ ვაქცინის გაკეთება, არამედ დატესტვა. გვჭირდება დრო, რომ ის ვაქცინები, რომელზეც უკვე კლინიკური კვლევები ტარდება ადამიანებს ჩაუტარდეთ და დადგინდეს, რომ მას არანაირი ცუდი ეფექტები არ აქვს.


თუ ჩვენ გვექნება ვაქცინები, შემდეგი ეტაპი არის რთული, რაც ეხება მის წარმოებას. ვთქვათ ვაქცინა კეთდებოდეს კოპენჰაგენში და ეს ვაქცინა შესაძლოა ჩავიდეს ზუგდიდში ან ქუთაისში, ეს უკვე ცალკე პრობლემა იქნება ლოჯისტიკური. შესაბამისად, რეალურ სურათს თუ გადავხედავთ, მე არ მგონია, რომ ვაქცინა ჩვენ გვქონდეს ერთ წელიწადში,” – განაცხადა ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/163504

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები