შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„ქართველი მეზღაპრეების პროგნოზი ომიკრონზე, ცაგარელის პროგნოზებს ჰგავს“ – გიორგი ფხაკაძე

„ქართველი მეზღაპრეების პროგნოზი ომიკრონზე, ცაგარელის პროგნოზებს ჰგავს“ – გიორგი ფხაკაძე

29/12/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„კოვიდის ომიკრონის ვარიანტი კატასტროფულად სწრაფად ვცელდება და შესაბამისად, უფრო ბევრ ადამიანს დასჭირდება ჯანგბადი და ჰოსპიტალიზაცია.


ქართველი მეზღაპრეების (საქართველოში და საზღვარგარეთ) პროგნოზი ომიკრონთან მიმართებაში ჰგავს ბატონი ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზებს. სირცხვილია უბრალოდ, როცა ჩემი კოლეგები ასტროლოგებივით იქცევიან, რაც არ იცი, სჯობს, არ ილაპარაკო, მოსახლეობისთვის ტყუილი იმედების მიცემა არის ზუსტად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველოში აღარ ენდობიან ჯანდაცვის სისტემას და არ ენდობიან ვაქცინაციას.


ომიკრონი არის საშიში, მარტო გუშინ საფრანგეთში ოფიციალურად დაინფიცირდა 180,000 ადამიანი. პოლონეთში დღეს კოვიდისგან გარდაიცვალა 794 ადამიანი და აქედან, 600 იყო აუცრელი. ბრიტანეთში დღეს 130,000 დაინფიცირდა.


შეჯამება: ომიკრონი არის კოვიდი, ომიკრონგადატანილს აქვს პოსტკოვიდური პრობლემები ისევე, როგორც დელტა ვარიანტის დროს (კოვიდგადატანილთა 70%-ს აქვთ სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური პრობლემები) ომიკრონი არის ოდნავ უფრო იოლ ფორმაში („დელტასთან“ შედარებით), მაგრამ არა ყველასთვის. აცრილებისთვის უფრო იოლ ფორმაშია, აუცრელებში – უფრო მძიმე ფორმაში.


ომიკრონის კატასტროფული გავრცელების შედეგად უდიდესი ზეწოლა უკვე არის ჰოსპიტალურ სექტორზე. იქ, სადაც მოსახლეობა ნაკლებად ვაქცინირებულია, იქ საავადმყოფოებზე მოთხოვნა იქნება უფრო დიდი და სიკვდილიანობა იქნება უფრო მაღალი. საქართველო დღესვე უნდა გადავიდეს მხოლოდ ფაიზერის ვაქცინაზე: პირველი დოზა მხოლოდ „ფაიზერი“; ვინც პირველი დოზა აიცრა სინოვაკით/სინოფარმით, მე-2 დოზა უნდა იყოს მხოლოდ ფაიზერი; მე-3 დოზა (ბუსტერი) მხოლოდ ფაიზერი.


საქართველომ აქტიურად უნდა იმუშაოს, რომ შემოიტანოს დამატებითი დოზები „ფაიზერის“ და ასევე მოდერნას ვაქცინების (ამჟამად, პირადად მე მოდერნას ვუწევ რეკომენდაციას, განსაკუთრებით, ბუსტერისთვის).


საქართველომ უნდა განახორციელოს ყველა რეგიონში საწოლფონდის და ჟანგბადის სრული მზაობა. კოვიდპასპორტი არის გასაუქმებელი. მან თავისი ფუნქცია დაკარგა და ის უნდა გარდაიქმნას ვაქცინაციის საბუთად. დღეს აზრი აქვს მხოლოდ იმას, ვაქცინირებული ხარ თუ არა პროტოკოლის მიხედვით და თუ გადაიტანე ან დაიტესტე, ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით არანაირი ეფექტი აღარ აქვს.


სამედიცინო პირბადეები სავალდებულო უნდა იყოს ყველგან და გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმი.


დახურულ სივრცეებში კვება/დალევა და ლაპარაკი უნდა იყოს აკრძალული/შემცირებული (მეტროში ნუ ლაპარაკობთ, ამით ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობთ). რესტორანში დაშორებით იჯექით პირბადის გარეშე, მაგრამ მაგიდიდან რომ ადგებით, უნდა გამოიყენოთ პირბადე.


დისტანცია უნდა იყოს დაცული ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და ხალხმრავალი შეკრებები უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ყველა მაქსიმალურად უნდა გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე. ვიყოთ პოზიტიურები და ასევე პრაგმატულები. არ ჩავკეტოთ ქვეყანა, ჩავკეტოთ ვირუსი“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/12/qarthveli-mezghapreebis-prognozi-omikronze-tsagarelis-prognozebs-hgavs-giorgi-phkhakadze/




მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები