შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი“2 წლის ასაკიდანაც იქნება ფაიზერით აცრა დაშვებული” – გიორგი ფხაკაძე

“2 წლის ასაკიდანაც იქნება ფაიზერით აცრა დაშვებული” – გიორგი ფხაკაძე

24/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, მალე ფაიზერით აცრა 2 წლის ასაკიდანაც იქნება დაშვებული.


ფხაკაძის თქმით, “ფაიზერის” ვაქცინა უსაფრთხოა. მისივე თქმით, საკუთარი და სხვების უსაფრთხოებისთვის აცრა აუცილებელია.


“იცით, რომ ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო 40 წლის ზევით მოსახლეობის აცრა მესამე დოზით მეორე დოზიდან 6 თვის შემდეგ. საქართველოც ასე უნდა მოიქცეს.

ფაიზერის ვაქცინა არის უსაფრთხო. მაქსიმუმ, საქართველოში ოციოდე ადამიანისთვის შეიძლება, ვერ იყოს შესაძლებელი აცრა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დანარჩენი ყველა უნდა აიცრას, საკუთარი და გარშემომყოფების უსაფრთხოებისთვის.

ბევრი მეკითხება, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ხომ არა აქვს უარყოფითი გავლენა “ფაიზერს.” არა, აცრა უსაფრთხოა, მაგრამ კოვიდი თუ დაგემართათ, თქვენს რეპროდუქციული ჯანმრთელობას რეალური საფრთხე დაემუქრება.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, წამყვანი ქვეყნები 12 წლიდან ცრიან. ახლა უკვე საუბარია 2 წლის ასაკიდან აცრაზე. როცა კვლევები დასრულდება, მალე 2 წლის ასაკიდანაც იქნება ფაიზერით აცრა დაშვებული“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/2-tslis-asakidanats-iqneba-phaizerith-atsra-dashvebuli-giorgi-phkhakadze/


READ  „ვრცელდება მთელ მსოფლიოში - ჰოსპიტალიზაცია კვლავ იზრდება...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები