ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„ნარკოზის გარეშე შეიძლება ადამიანი გათიშო საქართველოს ამბებით. შეიძლება, ადამიანი გაგიჟდე“

„ნარკოზის გარეშე შეიძლება ადამიანი გათიშო საქართველოს ამბებით. შეიძლება, ადამიანი გაგიჟდე“

26/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„დღეს განსაკუთრებული დღეა, ბზობას გილოცავთ. ჩემთვის აღდგომა განსაკუთრებული დღესასწაულია. მიყვარს, რომ ამ დღეს მოვინახულებთ ხოლმე წინაპრებს, პატივს მივაგებთ, გავიხსენებთ.

ამ ბოლო დროს იმდენი კარგი და ცუდი ამბავი ხდება ერთდროულად, რომ რა ვიცი. საქართველოში ისეთი ამბები ხდება, შეიძლება, ადამიანი გაგიჟდე. ტელევიზორს რომ ჩართავ, გული გაგისკდება, ფეისბუქზე რომ შემოხვალ – გული წაგივა. მე მგონი, ნარკოზის გარეშე შეიძლება, ადამიანი გათიშო საქართველოს ამბებით.

მთელს მსოფლიოში ძალიან დაძაბული სიტუაციაა, საქართველოში განსაკუთრებით. ნეგატივს აქვს თვისება – ნეგატივს ყოველთვის მოაქვს მეორე ნეგატივი, მეორეს მესამე და ა.შ. აი, მთიდან რომ ზვავი წამოვა, ზუსტად ასეთი მექანიზმია.

რომ დაფიქრდე, მართლა როგორ შეიძლება, ამდენი პრობლემა იყოს კონცენტრირებული გეოგრაფიულად ასეთ პატარა ადგილას, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, მაგრამ ეს რეალობაა. თუმცა დღეს ვილაპარაკოთ მხოლოდ კარგზე. დღეს მხოლოდ კარგზე გავაკეთოთ კონცენტრაცია. მაგრამ ერთ რამეზე შევთანხმდეთ – სიმართლე არის სიმართლე. როცა მე ვამბობ სიმართლეს, ეს ნეგატიური არ არის, ეს არის სიმართლე“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


READ  „ომიკრონი“ საქართველოშია“ – გიორგი ფხაკაძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები