შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიისტორია/უბნებიროგორ გავარჩიოთ ალერგიული რინიტი ვირუსულისგან

როგორ გავარჩიოთ ალერგიული რინიტი ვირუსულისგან

როგორ გავარჩიოთ ალერგიული რინიტი ვირუსულისგან

საუბრობს ნატა ხარაშვილის ალერგოლოგ-იმუნოლოგი მადონა დევიძე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“:

„ალერგიული რინიტი ქრონიკული დაავადებაა, სიმპტომები ხანგრძლივი და ძალიან ხშირად განმეორებადია. ვირუსული თუ ნებისმიერი სხვა ინფექცია ხანმოკლეა და როგორც წესი, სიმპტომები 3-5 დღეში ლაგდება.

თუ რინიტის სიმპტომები 10 დღეზე მეტხანს, კვირების განმავლობაში გაგვიხანგრძლივდა,  შეიძლება, რომ ეჭვი ალერგიული რინიტის არსებობაზე მივიტანოთ.  ალერგიული რინიტი არასდროს გვხვდება ტემპერატურის მატებასთან ერთად. თუ რინიტს თან ახლავს ტემპერატურის მატება, შესაძლოა, საქმე ინფექციასთან გვქონდეს, ასევე ალერგიულ რინიტს თან რაიმე სახის ვირუსული ან ინფექციური გართულება ერთოდეს. ალერგიულ რინიტს ახასიათებს მრავალჯერადი ცემინება, ერთმანეთზე მიყოლებით, გადაბმულად, მას ასევე ახასიათებს უხვი წყლისებრი გამონადენი ცხვირიდან. ინფექციური რინიტის დროს გამონადენი უფრო ბლანტია, ამ დროს, შესაძლოა გამონადენმა ფერიც შეიცვალოს, უფრო ყვითელი ან მომწვანო გახდეს. ინფექციური და ალერგიული რინიტის ძირითადი განსხვავებები ასეთი გახლავთ.

ცხვირის გამხსნელი საშუალებები არ შეიძლება, რომ 5-7 დღეზე მეტხანს იყოს დანიშნული, ისინი შემდგომ თავად იწვევენ ცხვირის გაჭედილობას. ცოტა ხანში ცხვირი გაიხსნება, შემდეგ, რამდენიმე საათში ისევ ჩაიკეტება და ამის გამო მას ისევ სჭირდება ცხვირის გამხსნელი საშუალების გამოყენება და პაციენტი ექიმის დახმარების გარეშე ვეღარ ახერხებს ამ წრიდან გამოსვლას. ცხვირის გამხსნელი საშუალებების 5-7 დღეზე მეტხანს გამოყენება საშიშია, რადგან ისინი იწვევენ დამოკიდებულებას, ცხვირის ლორწოვანის ატროფიას, ყნოსვის დაკარგვას, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, იწვევენ გარკვეულ დარღვევებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

ერთადერთი, რაც პაციენტს შეგვიძლია ვურჩიოთ, ეს არის ცხვირის გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით. ეს გამორეცხვა პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს იმისთვის, რომ შვება იგრძნოს, ხშირი გამორეცხვაც უკვე იწვევს გართულებას, მან შეიძლება, ყურის მხრივ,  ოტიტი გამოიწვიოს…“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები