ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიგაგაცნობთ ქართულ უნიკალურ არქიტექტურას

გაგაცნობთ ქართულ უნიკალურ არქიტექტურას

ქართული ხალხური არქიტექტურა უახლეს დრომდე რიგითი ქართველი მოსახლეობის სამშენებლო ტრადიციებია. ის გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რაც აიხსნება საქართველოს განსხვავებული ბუნებრივი პირობებითა და სოციალური განვითარების სხვადასხვა დონით სხვადასხვა კუთხეში. აღმოსავლეთ საქართველოსა და მთიანი საქართველოსათვის დამახასიათებელია რელიეფთან შეთანხებული კომპაქტური განაშენიანება; მთიან რაიონებში გლეხის სახლი ასრულებდა საცხოვრებელ, სამეურნეო და თავდაცვით ფუნქციებს; შემუშავდა ციხე-სახლის ტიპები: სვანეთში, ხევსურეთში, ფშავსა და ხევში საცხოვრებელ კომპლექსებში ხშირად შედის გეგმით კვადრატული ქვის კოშკი. ძველი სვანეთის პეიზაჟის ერთი ძირითადი ნიშანი იყო მრავალკოშკიანი სოფლები. ხევსურეთში შემორჩენილია ერთიანი გამაგრებული სოფელი შატილი. ქართლსა და მესხეთში (სოფლებშიც და ქალაქებშიც – თბილისში, ახალციხეში) ძველთაგანვე გავრცელებული იყო დარბაზის ტიპის საცხოვრებელი, რომლის პროტოტიპიც აღწერა ვიტრუვიუსმა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში საცხოვრებელი კომპლექსი ცალკეული შენობებისაგან შედგება – საცხოვრებელ ბინად, სამეურნეო დანიშნულებისათვის (სასიმინდე, საქათმე, სამზარეულო და სხვა) დამოუკიდებელ შენობებს აგებენ. გავრცელებული იყო ოდასახლის ტიპი, რომელიც თავისი ფუნქციური მიზანშეწონილობის წყალობით ყველაზე სიცოცხლისუნარიანი გამოდგა. ქართული გლეხური საცხოვრებელი სახლები მაღალი ხელოვნების ნიმუშია და განვითარებულ ესთეტიკურ გემოვნებას მოწმობს. დარბაზის განმსაზღვრელი ელემენტებია გვირგვინი და ხის დედაბოძი, რომელიც კვეთილი ორნამენტით იყო შემკული. დარბაზის ზოგი ტიპის შემადგენელი ელემენტია მხატვრულად დამუშავებული ბუხრები. მხატვრულად არის დამუშავებული აგრეთვე სვანური სახლის მაჩუბი, დას. საქართველოს ოდასახლის შიდა კედლები, ბუხრები, ხის აივნის მოაჯირები. ინტერიერის არსებითი შემადგენელი ნაწილია ხის ავეჯი, რომლის ნიმუშები ბოლო დრომდე უმეტესად ქვეყნის მთიანეთმა შემოინახა.
წყარო

#sheniinterieri #gochadze #drpkhakadze #sheniambebi SheniInterieri.ge • შენიინტერიერი.ge Giorgi Pkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

ოქტომბერი 24, 2024
რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი

რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები