ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგირა არის ერგონომიკა და რატომ არის მნიშვნელოვანი ინტერიერის დიზაინში - ბლოგი, რომელიც...

რა არის ერგონომიკა და რატომ არის მნიშვნელოვანი ინტერიერის დიზაინში – ბლოგი, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვის დაიწერა

დღევანდელ სამყაროში, როდესაც უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებთ შინ თუ სამსახურში, მნიშვნელოვნად იზრდება ჩვენი საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცის როლი. მიუხედავად ამისა, ესთეტიკურობასა და ფუნქციურობაზე ფიქრში, ხშირად ვივიწყებთ ერგონომიკის როლს ინტერიერის დიზაინში. 

და მაინც, რა არის ერგონომიკა?

ესაა სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანისთვის უსაფრთხო, კომფორტული და პროდუქტიული გარემო-პირობების შექმნას მისი ანატომიისა და ფიზიოლოგიური პროცესების გათვალისწინებით. 

რატომ არის ერგონომიკა მნიშვნელოვანი ინტერიერის დიზაინში? 

ინტერიერში ერგონომიკა გულისხმობს ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც ხელს უწყობს სხეულის სწორ პოზას, ამცირებს ფიზიკურ დატვირთვას და სტრესს. დაბალი ხარისხის ერგონომიკამ შესაძლოა, გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, როგორიცაა თავისა და კისრის ტკივილები, ხერხემლის პრობლემები და თვალის გადაღლილობა. მაღალი ხარისხის ერგონომიკა კი ახდენს ზემოაღნიშნული საკითხების პრევენციას და ხელს უწყობს ადამიანის საყოველთაო კეთილდღეობას. 

ვნახოთ, როგორ შეიძლება შეიქმნას ერგონომიული ინტერიერი:

  • აარჩიეთ კომფორტული და ერგონომიული ავეჯი. ეს განსაკუთრებით რბილ ავეჯს ეხება. დივნისა და სკამების შეძენისას, უპირველესად, ყურადღება მიაქციეთ რამდენად უწყობს ის ხელს ძვალკუნთოვანი სხეულის ნაწილების სწორ მდებარეობას. ჯდომისას შენარჩუნებული უნდა იქნას წელის სწორი პოზიცია. ზურგი კარგად უნდა ეყრდნობოდეს საზურგეს, რათა შემცირდეს დაძაბულობა ზურგისა და კისრის არეში. ფეხები მყარად უნდა იდგეს იატაკზე, შესაბამისად, სკამის სიმაღლეც ყურადსაღებია. 
  • შეარჩიეთ სწორი განათება. სივრცის დაგეგმარებისას ხელოვნურ განათებასთან ერთად მიზანშეწონილია ბუნებრივი განათების მაქსიმალური იმპლემენტაციაც, რაც ოპტიმალურ, კარგად განათებულ ინტერიერს იძლევა. ეს კი მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩვენს ხასიათზე, პროდუქტიულობასა და კეთილგანწყობაზე. მოერიდეთ კაშკაშა, ცივ განათებებს, რომელმაც შეიძლება თვალისა და თავის ტკივილიც კი გამოიწვიოს. აირჩიეთ თვალისთვის სასიამოვნო და უსაფრთხო თბილი განათება, რომელიც იდეალურია სარელაქსაციო განწყობის შესაქმნელადაც.
  • ყურადღება მიაქციეთ აკუსტიკურ პრობლემებს. ხმაური ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რასაც შიდა სივრცეებში ვაწყდებით. ის მიზეზია ყურადღების გაფანტვისა და ფიზიკური დისკომფორტის. სივრცის დაგეგმარებისას გაითვალისწინეთ როგორ გავრცელდება ხმა ინტერიერში და დარწმუნდით, რომ მიღებულია ზომები მის შესამცირებლად. ამისთვის შესაძლოა დაგჭირდეთ, ხმის დამხშობი სამშენებლო მასალები. 
  • გაითვალისწინეთ ოთახის ტემპერატურა და ვინტილაცია. ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, დარწმუნდით, რომ ოთახი არის კარგად განიავებული და ტემპერატურა არის ოპტიმალური. ჰაერის დაბალი ხარისხი საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ხშირად გამოხსენით ფანჯარა და მოერიდეთ დახურულ სივრცეში ქიმიური ხსნარების გამოყენებას. 

Sheniinterieri-სთვის სტატია მოამზადა ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებულმა, ინტერიერის დიზაინერმა, თაკო არდოტელმა.

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

წყარო

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები