ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგართობა/დასვენებასახლი ფრანგული აივნით, რომლიდანაც საუცხოო ხედი იშლება...

სახლი ფრანგული აივნით, რომლიდანაც საუცხოო ხედი იშლება…

ყველაზე მდიდრული სახლი ამსტერდამში ულამაზესი ინტერიერით გამოირჩევა. ეს ახლად გარემონტებული სახლი ოთხ სართულს მოიცავს. საცხოვრებელი უმაღლესი ფუფუნების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.

კუთხის ბინა, რომელსაც ფანჯრები სამი მხრიდან აქვს განთავსებული, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი განათებით სარგებლობს.

სახლს აქვს 4 საძინებელი და 2 მისაღები ოთახი. თითოეული მათგანი მაღალი ხარისხის მასალებითა და ვინტაჟური ნივთებით არის გაფორმებული.

კომფორტული მისაღები ოთახი ქალაქური სახლის მეორე სართულზე მდებარეობს. ოთახი შეღებილია ღია ნაცრისფერ ელფერში და ნეიტრალური ტონების მქონე ულამაზესი ნივთებით არის გაფორმებული.

 

 

 

 

სამზარეულოს ავეჯი მოიცავს იტალიურ მარმარილოს, რომელიც კუნძულის სამუშაო ზედაპირისთვის გამოიყენება. სივრცეს ულამაზესი ხის იატაკი ამშვენებს. ამ ოთახიდან მოხვდებით ფრანგულ აივანზე, საიდანაც იშლება საუცხოო ხედი ამსტერდამის არხზე, რომელსაც “Lauriergracht” ეწოდება.

სახლს აქვს ფართო სასადილო სივრცე რვა ადამიანის გასამასპინძლებლად საკმარისად დიდი მაგიდით, რომელიც ლამაზ ვინტაჟურ ხალიჩაზეა მოთავსებული.

წყაროhttps://www.homeis.ge/mdidruli-sakhli-amsterdamshi/

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები