ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიSheni Tbilisiძველი ფოსტის შენობა კიკეთში, რომელსაც დღეს ზღაპრული გარემო გამოარჩევს

ძველი ფოსტის შენობა კიკეთში, რომელსაც დღეს ზღაპრული გარემო გამოარჩევს

მხატვარი ნინო ჩაბრაძე საკუთარი სახლის შესახებ ყვება

„პანდემიის დროს, ისევე, როგორც ბევრმა იმ პერიოდში, გადავწყვიტეთ ქალაქგარეთ გვეცადა ცხოვრება და კიკეთში, ჩემი მეუღლის წინაპრების, კერძოდ, დიდი ბაბუის ძველი, ასი წლის წინანდელი კარ­მიდამოს ათვისება დავიწყეთ. საცხოვრებელი პირობები არ არსებობდა და თავიდან არც თუ ისე იოლი იყო აქ დაბინავება. სანამ იმ შედეგამდე მივედით, რასაც დღეს ხედავთ, ჩვენი ცხოვრების ათი წელი გავიდა. შეიძლება ითქვას, მხოლოდ წელს დაემსგავსა სახლი იმას, რაც  ჩვენი ჩანაფიქრი იყო.

თავიდანვე განსაკუთრებით მომხიბლა თავად სახლმა, როგორც ნაგებობამ: მინიმალისტური, ბელეტაჟის გარეშე, მიწასთან ძალიან ახლოს. პირველი, რაც გავაკეთეთ, გავხსენით შიდა სივრცეები და მეტი ტყე შემოვიყვანეთ ინტერიერში. ეზოში ასი უძველესი მუხა გვიდგას. ეზოსაც ვერ დავარქმევ, ფაქტობრივად, მუხის ტყეში ვცხოვრობთ. საოცარია, სახლის ერთ მხარეს წყარო ჩამოდის, მეორე მხარეს ეს ტყეა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე, რა ზღაპრულ გარემოში ვცხოვრობ.

ბევრი საინტერესო ისტორია აქვს აქაურობას. მაგალითად, გადმოცემით ვიცით, რომ, როდესაც დიდმა ბაბუამ ეს სახლი იყიდა, ამ შენობაში ფოსტა იყო განთავსებული. ეზო და მისი შემოგარენი იმდენად ძველია, რომ არქეოლოგიურ გათხრებს გეგმავენ, რადგან ძველი სამარხებია ნაპოვნი. ასეთი მისტიური ელფერიც დაჰკრავს აქაურობას.

ეზოში არცერთი ხე არ მოჭრილა. რელიეფი დაღმართია, კლდეებით სავსე. აღმოვაჩინე, რომ არსებობს მეთოდი, როგორ მოედოს ხავსი კლდეს. ერთადერთი, რასაც შევეხე, იყო კლდე, რომ მეტი ხავსი მოსდებოდა. მე თვითონ ძალიან ბევრი რამ დავრგე ეზოში, ნაძვები, ვარდები, სხვადასხვა ჯიშის ბუჩქები.

კლიმატი ძალიან მკაცრი გვაქვს. საერთოდ ქალაქგარეთ ცხოვრებას აქვს თავისი გამოწვევები, მზად უნდა იყო ზაფხულისთვისაც, ზამთრისთვისაც, ქარისთვისაც, წვიმისთვისაც, წარღვნისთვის და ა.შ. ადვილი არ არის, მაგრამ ნელ­ნელა სწავლობ კლიმატს და სახლსაც არგებ. წლების განმავლობაში ეს გამოცდილება მოდის.

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://www.facebook.com/interierimagazine

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

ოქტომბერი 23, 2024
ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

23 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

23 ოქტომბერი 2024
NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

ოქტომბერი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები