{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

არწრუნის ქარვასლა – თბილისის ისტორია

SheniTbilisi.ge
SheniTbilisi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

მეცხრამეტე საუკუნის თბილისის ქარვასლებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა არწრუნის ქარვასლას. ეს შენობა სიონის ქუჩასა და სანაპიროს შორის იყო მოქცეული და სახელწოდება მფლობელის სახელიდან მიიღო.

ქარვასლა 1818 წელს გეურქ აღა-არწრუნის მიერ აშენდა. ეს იყო სამსართულიანი შენობა, რომლის ზედა სართულზე 33 საცხოვრებელი ოთახი იყო განთავსებული, მეორე სართულზე — 25 სავაჭრო მცირე ობიექტი და მაღაზიები, სადაც შესაძლებელი იყო საქონლის შეძენა საბითუმო ფასებში. ქარვასლის პირველ სართულზე სათავსოები და საწყობები იყო: ერთი — დიდი ფართობის და 24 — მცირე ზომის. პირველ სართულზე ასევე, გახსნილი იყო 11 ოთახი, სადაც მუშაობდნენ მეწაღეები და მკერავები. ქარვასლის შიდა ეზოში აუზიც ფუნქციონირებდა.

1855 წელს ქარვასლაში ხანძარი გაჩნდა და ნაგებობა მნიშვნელოვნად დააზიანა, თუმცა, ამის შემდეგ შენობა მალევე გადააკეთეს. არწრუნის ქარვასლამ თავდაპირველი ფუნქცია 1920-იან წლებამდე შეინარჩუნა.

Share This Article
Follow:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *