საილუსტრაციო ფოტო

როგორ დაიწყო თბილისის მეტროს ისტორია — პირველი მატარებლიდან დღემდე

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.

1966 წლის 11 იანვარი თბილისის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. სწორედ ამ დღეს, თბილისის მეტროს “დიდუბე- რუსთაველის” 6,5 კმ-იანი მონაკვეთი ოფიციალურად გაიხსნა. მეტროპოლიტენის გახსნა მნიშნველოვანი მოვლენა იყო იმ დროს თბილისელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის. “მე, როგორც თბილისის მოტრფიალეს, უეჭველად მახარებს ქართული მეტროს დაბადება. გამოგიტყდებით, არც კი მჯეროდა, თუ კონკიდან მეტრომდე ასე მცირე დრო დაგვჭირდებოდა” – ამბობდა ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი ვასო გოძიაშვილი.

მეტროს ინფრასტრუქტურა ყოველწლიურად ფართოვდებოდა და მეტროს ახალი სადგურები ემატებოდა. 1979 წელს გაიხსნა თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი. 2017 წელს კი მეტროს 23-ე სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ შეემატა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

თბილისის მეტროს დღესაც ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. ის ყოველდღიურად 450-დან 500 ათასამდე მგზავრს ემსახურება.

უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მრავალი პროექტის განხორციელება, როგორც ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, ასევე მოძრავი შემადგენლობის სრულად განახლების მიმართულებით, რაც მას მგზავრებისთვის უფრო კომფორტულს და მიმზიდველს გახდის.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ყველას ულოცავს მეტროს იუბილეს, განსაკუთრებით თანამშრომლებს, რომლებიც ქალაქს წლების განმავლობაში დაუღალავად ემსახურებიან.

წყარო

 

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

 

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — შენი თბილისი. ზედამხედველობს რედაქციულ სტანდარტებს, წყაროების გადამოწმებას და გუნდის მუშაობას.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *