ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიSheni Tbilisiთბილისის ტრანსპორტი - სიახლეები დედაქალაქის მერიისგან

თბილისის ტრანსპორტი – სიახლეები დედაქალაქის მერიისგან

დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის სხვადასხვა ღონისძიება ხორციელდება

 მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ვებგვერდი – ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, განახლებულია მობილური აპლიკაციაც და მომსახურების მიღება Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისთვის არის შესაძლებელი.

„მგზავრთა ინფორმირებისთვის შეიქმნა რუკები, საინფორმაციო ვებგვერდი და ავტობუსის გაჩერებების სტანდარტული დიზაინი, განახლდა მობილური აპლიკაციაც. 31 მაისიდან ძველი სერვერები გაითიშა და მგზავრები ინფორმაციის მიღებას მხოლოდ განახლებული ვებგვერდიდან შეძლებენ. მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალი სერვისებისა და უკვე არსებული მომსახურებების განვითარების პროექტის ფარგლებში, კომპანია მომხმარებელს ასევე, სთავაზობს მობილურ აპლიკაციას Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისთვის. აღნიშნული აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს. კერძოდ, მოქალაქეები მგზავრობის დაგეგმვასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმებას შეძლებენ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ სარგებლობენ ინტერნეტით, თბილისის სხვადასხვა რაიონის მიხედვით იქმნება მგზავრთა საინფორმაციო ბუკლეტები.

„ადამიანების გარკვეული ნაწილი მობილურ აპლიკაციას ნაკლებად მოიხმარს. სწორედ მათთვის იქმნება სპეციალური ბუკლეტები, სადაც ასახულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები და მათი ნომრები, ასევე, ტრანსპორტის მოცდის ინტერვალები. საინფორმაციო ბუკლეტების ნაწილი უკვე მზადაა. ბუკლეტები შესაბამისი გამგეობების სერვისცენტრებში, ასევე თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში  მისულ მგზავრებს დაურიგდებათ. გარდა ამისა, გაჩერებებზე რუკები განთავსდება, რაზეც ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში დავასრულებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მუშაობას აქტიურად განაგრძობს იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი.

„დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლება დავიწყეთ, ძველი ავტობუსები სრულად ჩავანაცვლეთ ახალი ავტობუსებით. ბოლოს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შევიძინეთ, რომელიც ეტაპობრივად მიეწოდება დედაქალაქს. მათგან 50 ერთეული უკვე ემსახურება მოსახლეობას. სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-მოწყობა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. ასევე, დიდ ყურადღებას ვუთმობთ მეტროს. დაწყებული გვაქვს ვაგონების განახლება-ჩანაცვლების პროცესი. ჩვენ დავნერგეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და ზოგადად, ვმუშაობთ პარკირების საკითხის მოსაწესრიგებლად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

ოქტომბერი 23, 2024
ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

23 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

23 ოქტომბერი 2024
NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

ოქტომბერი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები