საილუსტრაციო ფოტო

თბილისი – საუკეთესო ხედები და ადგილები

თემური ლომიძე
თემური ლომიძე
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.

ხედები და ამოჩენებული ადგილები თბილისში 

ხედები შებინდებისას, როცა სინათლეები ნელ-ნელა მრავლდება და როცა სხვადასხვა ხმა ერთ უსასრულო ქაოსს ქმნის – თბილისის ყურებაზე სასიამოვნო, ალბათ, არაფერია. ოდნავ შემაღლებულ ადგილზე დგომაც საკმარისია, ამ ქალაქის ჰორიზონტი ხელის გულზე რომ დაგეტიოს.. თუმცა, თბილისი მაინც იმდენს იტევს, რთულია, პატარა უწოდო. ყველაზე მეტად, ამ ქალაქის აურა მის ვიწრო და ძველ ქუჩებში სიარულისას შეიძლება აგედევნოს. ხოლო, როცა ამ ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილ ქუჩებს ზემოდან აკვირდები, მაშინვე ერთიანად აღიქვამ ამ ქალაქის “გემოსა” და გარემოს – იცი, ასეთი არსად არაფერი შეგხვდება.

თბილისში ამ შთაბეჭდილების მიღება ბევრგან შეიძლება. არსებობს მრავალი ადგილი, სადაც ამ ქალაქს სხვადასხვა ხედითა და პერსპექტივით შეხედავთ.

და მაინც, რომელია საუკეთესო ხედები?

ამისათვის რამდენიმე ადგილი შეგირჩიეთ:

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

თბილისის ხედის თვალის შესავლებად პირველად მთაწმინდას ვახსენებთ. გარდა იმისა, რომ იგი საკმაოდ კარგი განსატვირთი ადგილია და ჰაერიც მშვენიერია, თბილისის ხედი აქედან ძალიან კარგად იშლება. იგი საკმაოდ მაღლა მდებარეობს და თითქოს თბილისის პანორამის სიმეტრიის ღერძზეა მოქცეული.

შესაფერის ადგილად უნდა მივიჩნიოთ ნარიყალაც. ეს ადგილი იმითაა უნიკალური, რომ აქ ერთდროულად მოახერხებთ თბილისის სიძველის შეგრძნებას და დათვალიერებას.

ლისი და მისი მიმდებარე ტერიტორია ბევრი ღირსებით გამოირჩევა. გარდა იმისა, რომ აქ ჰაერიც უფრო სუფთა და ჯანსაღია, თბილისის უბნებიც საკმაოდ კარგად მოჩანს.

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

ურბანული ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ზემოდან ქალაქზე დაკვირვება მისი სიძლიერისა და მნიშვნელობის აღქმას გვიმძლავრებს. შეიძლება, ქალაქის შორიდან ყურებამ სიმშვიდეც მოგვგვაროს, ისევე, როგორც ზღვის ყურებამ, რადგანაც ამ დროს მისი ქაოსისგან ცოტა ხნით გამოყოფილები ვართ და ყველაფერ ამას გვერდიდან ვადევნებთ თვალს.

წყარო

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *